ავტოსპორტი

22:47 | 11.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

დათა ქაჯაია ევროპული ლეგენდების ლიდერია

 

ბელგიის სპა ფრანკორშანზე მოპოვებული მესამე ადგილი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ დათა ქაჯაია ლეგენდის კლასის თასის გათამაშების ევროპის ეროვნებათა სერიის ლიდერი გამხდარიყო.

ქართველმა მრბოლმა, რომელიც თანაგუნდელ კონსტანტინე კოლიაშვილთან ერთად, ქართულ გუნდ „MIA ფორსის“ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი) შემადგენლობაში ასპარეზობს, სეზონის მეოთხე ეტაპიც მაღალ დონეზე ჩაატარა და მართალია, ამჯერად კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა (რბოლის უსწრაფესი წრეც აჩვენა), თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საერთო ჯამში, ლიდერი გამხდარიყო. ამაში ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბელგიურ ეტაპზე არ უასპარეზია მის მთავარ მეტოქე რუდი სერვოლს.

სამაგიეროდ, ქაჯაიასთვის ეტაპი დანავსულად დაიწყო - პირველ მოკლე რბოლაში მას ფინიშამდე მისაღწევად საწვავი არ ეყო. ამის გამო, მან მე-20 ადგილზე მიიღო კლასიფიკაცია. სამაგიეროდ, მეორე სპრინტი მეორე ადგილზე დაასრულა და მთავარ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა. ოთხი ეტაპის შემდეგ, დათა 6.5 ქულას უგებს კლოდ ვატეინს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ სპრინტში მომხდარი გაუგებრობა რომ არა, მისი უპირატესობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა.

რაც შეეხება კოლიაშვილს, მას ამჯერადაც ტაიმერმა უმუხთლა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც დიჟონ პრენუას რბოლისას. ქართველს კვარცხლბეკზე ასვლის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ორწუთიანი პიტ სტოპის დროს, ისევ მისმა ტაიმერმა აურია და ტრასაზე დაგვიანებით გაუშვა. საბოლოოდ, კოლიაშვილი მე-12 ადგილს დასჯერდა...

 

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. დათა ქაჯაია                     460.5

2. კლოდ ვატეინი                454

3. ფაბიან ბოერი                   431

4. გიიომ პიჟო                       424

5. ვილი სარაზენი               411.5

6. ფრანსია პიჟა                    386

7. კოტე კოლიაშვილი         384

8. ფრედრიკ ნიკოლი           375

9. რუდი სერვოლი              359.5

10. მანე ვიგნიევიჩი            352

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_11.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167289