ბათუმის საკალათბურთო სკოლის აღზრდილი, უკანახაზელი დათო აფხაზავა სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუში” ჩაირიცხა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზავა პერსპექტიული კალათბურთელია, რომელიც საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია. თუ აფხაზავა თავის თავზე კარგად იმუშავებს, შეუძლია დიდი კალათბურთი ითამაშოს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდეს.







