ინტერვიუები

14:23 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: "თვითნაბადი ლიდერი ვარ"

ლონდონის "ჩელსის" 25 წლის ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა ბრიტანულ Guardian-თან საუბარში ახსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი "ჩელსისთვის" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება და ასევე, როგორ ელოდება 2014 წლის მუნდიალს, რომელიც მის სამშობლოში გაიმართება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე:
"ჩელსის" დონის კლუბი ყოველწლიურად უნდა იგებდეს ტიტულს, ამიტომაც ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნა ძალიან საწყენი იყო. ინგლისის პრემიერლიგაშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად, ბოლო პერიოდში ლიდერებს ჩამოვრჩით. შედეგად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს თუ მოვიგებთ, ეს ახალი აღმასვლის დასაწყისი იქნება. გარდა ამისა, ტიტული დაემატება ჩვენს მუზეუმს".
პასუხისმგებლობაზე:
"ცხოვრებაში ყველას აქვს მძიმე პერიოდები. დიდი კლუბში ძლიერმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ და ასეა ჩვენთან. მე თვითნაბადი ლიდერი ვარ. 21 წლის ასაკში გავხდი "ბენფიკას" კაპიტანი, ასევე ვყოფილვარ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანიც. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიცემა და გვერდით დადგომა შემიძლია. მაგალითად, ედენ აზარი - დიდი ტალანტი და ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ ის საჭიროებს უფროსებისსგან დახმარებას. იგივეს ვიტყვი ჩემს თანამემამულეებზე: ოსკარსა და რამირესზე. ოსკარი სულ ახალი გადმოსულია ინგლისში, რამირესი კი ამინდს ხშირად ვერ ეგუება. როცა შვილები მეყოლება, მათ გონებამდე აუცილებლად მივიტან ამ აზრს: "იცოდეთ, რაც არ უნდა ცუდი პერიოდი გქონდეთ, ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია".
2014 წლის მუნდიალზე:
"ნაკრები სხვაა... ბავშვობიდან ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონობაზე და ვინ იცის, 2014 წელს ავიხდინო კიდეც. მანამდე საკმაო დროა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მშვენიერი თაობა გვყავს".
ბრაზილიის ჩენპიონატის დონეზე:
"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ბრაზილიაში სეზონს ასრულებს. ამ თასზე ნახევარი წლით ადრე საუბრობენ და ბრაზილიელებს სურთ დაამტკიცონ, რომ ევროპულ გუნდებზე ძლიერები არიან. ბრაზილიის ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე მატულობს, განსაკუთრებით კი, ტაქტიკის თვალსაზრისით. ჩემპიონობაზე 10-11 გუნდი აცხადებს პრეტენზიას".
"კორინთიანსზე":
"ამ გუნდის საქომაგოდ იაპონიაში 20000 ბრაზილიელი ჩავიდა. "კორინთიანსი" საკმაოდ დისციპლინირებული და შეთამაშებული გუნდია. ტიტეს გაწვრთნილები სწრაფად და კომპაქტურად მოძრაობენ. "კორინთიანსის" რამდენიმე ფეხბურთელს კარგად ვიცნობ: დუგლასი კალსიკური 10 ნომერია კარგი ცაციით; პაულინიუ ჩემი პარტნიორია ნაკრებში, ძლიერი ნახევარმცველია; მეკარე კასიო და მცველი ფაბიო სანტოსი ჩემთან ერთად თამაშობდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში, უოლასთან ერთად კი 18-წლამდელებში ვიყავი. წლების წინ რომ ეთქვათ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოწინააღმდეგე გუნდებში იქნებითო, გულიანად გაგვეცინებოდა".
 

 

მოამზადა ილია ნანობაშვილმა      
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098918