ინტერვიუები

19:49 | 24.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით კვირკველია: “მსურს, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გავხდე”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა დავით კვირკველიამ, რომელსაც “ანორთოსისში” დებიუტი კვიპროსის ჩემპიონატში “ომონიას” წინააღმდეგ ჰქონდა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- რა იცოდით “ანორთოსისის” შესახებ?
- რამდენიმე ჩემს თანამემამულეს ამ გუნდში უთამაშია და მათგან მქონდა ინფორმაცია. “ანორთოსისზე” უფრო მეტი შევიტყვე, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია ჰყავდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი მწვრთნელია.
- გუნდზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- დიდი მონდომება დავინახე არა მხოლოდ ამ გუნდის მოთამაშეებში, არამედ გულშემატკივრებში. მოხიბლული დავრჩი. მინდა, ყველას დავანახო, რომ “ანორთოსისში” თამაშს ვიმსახურებ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც კვიპროსზე ყველაზე მდიდარი საკლუბო ისტორია აქვს.
- როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- ძალიან კარგი, პირველივე დღეს თავისიანად მიმიღეს. რუსულად ბევრი საუბრობს და ამიტომ, მათთან კონტაქტი უფრო ადვილად შემიძლია. ყველა პროფესიონალია. მწვრთნელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- რა მიზანი გაქვთ “ანორთოსისის” მოთამაშის რანგში?
- მსურს, რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გავხდე.
- თქვენი აზრით, გუნდი წლეულს ჩემპიონობას მოახერხებს?
- თუ ისე ითამაშებს, როგორც “ომონიასთან”, მაშინ მოახერხებს. თუ მოინდომებ და იმუშავებ, არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერ მოიგებ.
- “ანორთოსისში” გადასვლაში ხელი ვინ შეგიწყოთ?
- კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქინქლაძემ.
- დაოჯახებული ხართ?შვილები გყავთ? თქვენი ოჯახი კვიპროსზე ჩამოვა?
- ცოლი და ორი შვილი მყავს – გოგო-ბიჭი. ისინი ჩემთან ერთად კვიპროსზე იცხოვრებენ.
- კვიპროსზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- კვიპროსზე მეექვსედ ჩამოვედი და აქაურობა ძალიან მომწონს. ეს ძალიან ლამაზი კუნძულია, სადაც კარგი ხალხი ცხოვრობს. მომწონს, რომ მთელი წელიწადი ზაფხულია. დამიჯერეთ, კვიპროსზე ზამთარში ისეთი ამინდია, როგორიც ჩემს ქვეყანაში ზაფხულში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096085