ძიუდო

13:36 | 7.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი: “ახლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნებია”

დღეს დილით გავრცელდა ხმები, რომ ყვარლის გამგებლად ვეტერანი ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი დაინიშნა. სპორტული თვალსაზრისით ეს ამბავი საინტერესო იმით უფროა, რომ ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია და გამარჯვების შემთხვევაში ორი თანამდებობის შეთავსებას სავარაუდოდ ვერ მოახერხებს.
რახან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არსად გავრცელებულა, “მსოფლიო სპორტი” გადასამოწმებლად თავად დავით ქევხიშვილს შეეხმიანა.
“არ დავნიშნულვარ. ჯერ კონკრეტულს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩემთვის ეს საკითხი ახლა უმნიშვნელოვანესია” – განაცხადა ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 10 დეკემბერს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტობის მსურველებს კი განაცხადების შეტანის ვადა დღეს საღამოს ეწურებათ. ბოლო ინფორმაციით, ხმის უფლების მქონე დელეგატებმა არჩევანი ქევხიშვილსა და თემურ ხუბულურს შორის უნდა გააკეთონ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.202029