ძიუდო

16:49 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილს ძიუდოს გარდა ყვარელიც ჩააბარეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაცია, რომელიც კულუარებში ჯერ კიდევ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე გავრცელდა, ოფიციალურად დღეს დადასტურდა.
ქევხიშვილი ორივე საქმის ერთად გაძღოლას აპირებს, მაგრამ თუ შეატყობს, რომ ერთმანეთთან შეთავსებას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ არჩევანს ძიუდოს სასარგებლოდ გააკეთებს. ამის შესახებ მან “მსოფლიო სპორტს” ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დასრულებისთანავე განუცხადა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.071486