ძიუდო

13:23 | 22.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხახალეიშვილი: “ყიფიანმა დამიბარა და მითხრა, პრეზიდენტობის საკითხი გადაწყვეტილიაო”

დამდეგ ორშაბათს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
აღნიშულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა კანდიდატმა, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპი ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა, სადაც შემდეგი განაცხადა:
“საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დამიბარა, ჩვენს შეხვედრას პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი და ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ხაბარელიც ესწრებოდნენ. მინისტრმა მითხრა, რომ პრეზიდენტობის საკითხი გადაწყვეტილია და თუ სურვილი გაქვს, ვიცეპრეზიდენტად დაგნიშნავთო. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მსურს, არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხი ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს”.
 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08864