იტალიელი პაოლო დი კანიო ინგლისური “სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს მოხდა 24 საათის შემდეგ, რაც მარტინ ო’ნილი გაათავისუფლეს. 44 წლის დი კანიო ორშაბათიდან “შავი კატების” პრემიერლიგაში დატოვების პასუხისმგებლობას აიღებს. იტალიელი სპეციალისტი უელსური “სუინდონიდან” თებერვალში წამოვიდა. “პაოლო დიდი ენთუზიასტია და ვიმედოვნებთ, დარჩენილ 7 მატჩში მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში დასარჩენად საკმარის ქულებს დავაგროვებთ”, – განაცხადა “სანდერლენდის ამერიკელმა მეპატრონე ელის შორტმა.







