პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდების შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. “ასტონ ვილამ” ქვა ქვაზე არ დატოვა კერკეტი “სანდერლენდისგან”, თუმცა პირველ ტაიმში მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა. დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ მეტოქეებმა თითო გოლი გაცვალეს, განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად გატანილი საპასუხო, რომელიც დენი როუზმა დააბოლოვა. “სანდერლენდის” ქარიზმატული მწვრთნელი პაოლო დი კანიო ამ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ადარებდა და ამით მის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ერთი კიდევ გაიტანეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ გასახდელში. მერე კი, ჯერ 22 წლის ბელგიელმა კრისტიან ბენტეკემ მიითვალა ჰეთ-თრიქი და ჯამში 18 გოლი მოუგროვდა. ერთიც ბოლოსკენ გაბრიელ აგბონლაჰორმა დააყოლა და ანგარიში მთლად დამამცირებელი გახადა. ეს ძალიან უსიამოვნო წაგება იყო, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, როცა გუნდი ასეთი ანგარიშით აგებს, პირველ რიგში მწვრთნელია დამნაშავეო – თქვა ნამატჩევს დი კანიომ.
ასტონ ვილა – სანდერლენდი 6:1 (2:1)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 37 428
ასტონ ვილა: გუზანი, ვლარი, ბენეტი, ლაუტონი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, სილა, აგბონლაჰორი, ბენტეკე (ბენტი 79), ვაიმანი
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
სანდერლენდი: მინიოლე, ო’ში, ბერდსლი, კარლოს კუელიარი, სესენიონი, გარდნერი (ვონი 86), ჯონსონი, ლარსონი (მაკლინი 62), როუზი, ნ’დიაი, გრემი (მანდრონი 86)
მწვრთნელი: პაოლო დი კანიო
გოლები: 1:0 ვლარი (31), 1:1 როუზი (33), 2:1 ვაიმანი (38), 3:1, 4:1, 5:1 ბენტეკე (55, 60, 72), 6:1 აგბონლაჰორი (89)
გაფრთხილება: კარლოს კუელიარი (34), როუზი (66), ბერდსლი (76)
გაძევება: სესენიონი (71)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15(3)-4(3), ჯარიმა: 10-15, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4, კუთხური: 4-4
36-ე ტური
4 მაისი: ფულემი –რედინგი, ნორვიჩი – ასტონ ვილა, სუონსი – სიტი, ტოტენჰემი – საუთჰემპტონი, ვესტ ბრომი – უიგანი, ვეს ჰემი – ნიუკასლი, ქპრ – არსენალი
5 მაისი: ლივერპული – ევერტონი, მანჩესტერი – ჩელსი,
6 მაისი: სანდერლენდი – სტოკი
ბომბარდირები:
25 – რობინ ვან პერსი (3, “მანჩესტერი”)
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
19 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)





