ფეხბურთი

18:32 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიოს “სანდერლენდში” ახალი წესები შემოაქვს: არავითარი დალევა თამაშის წინ

“სანდერლენდის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა პაოლო დი კანიომ Sunderland Echo-ს განუცხადა, რომ გუნდში ახალი წესების დამკვიდრებას აპირებს. “თუ ორშაბათ ან სამშაბათ საღამოს ფეხბურთელი ოჯახურ ვახშამზე ერთ ჭიქა წითელ ღვინოს დალევს, ეს კარგია, რადგან წითელი ღვინო გულს უხდება. მაგრამ დაივიწყეთ ალკოჰოლის შესახებ ხუთშაბათს და პარასკევს. თუ შევიტყვე, რომ ვინმე ამ წესს დაარღვევს, უმალ დავითხოვ პირველი გუნდიდან“, – ამბობს დი კანიო. ცნობილია, რომ ბრიტანელი ფეხბურთელები ხშირად მოხვედრილან ალკოჰოლურ სკანდალებში. დი კანიოს სანდერლენდური დებიუტი კი კვირას “ჩელსის” წინაარმდეგ (1:2) მატჩში შედგა.

 

თეგებიდი კანიო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167976