ფეხბურთი

14:09 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს

“უდინეზეს” 35 წლის თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მზადაა, იტალიის ჩემპიონატში წინა ოთხი სეზონის მსგავსად, ისევ 20-ზე მეტი გოლი გაიტანოს. ფეხბურთელი არ მალავს, რომ ჯერ კიდევ აქვს იტალიის ნაკრებში დაბრუნების და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის იმედი.

“ბოლო ოთხ სეზონში სტაბილურად, 20-ზე მეტი გოლი გამქონდა და მინდა მომავალი სეზონიც შედეგიანი იყოს. ფიზიკურად თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ეს გუნდის ბოლო საწვრთნელ შეკრებაზეც კარგად გამოჩნდა”, – უთხრა დი ნატალემ ჟურნალისტს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163333