ძიუდო

18:23 | 9.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დიდ სლემს” მხოლოდ პაპინაშვილი შერჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ამირან პაპინაშვილს (60 კგ) პარიზის “დიდი სლემის” საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. ქართველი მსუბუქწონოსანი რეპეშაჟის ფინალში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდება.
ძირითად ბადეში პაპინაშვილმა მაროკოელი იასინე მუდატირისა და მონღოლი ხერლან განბოლდის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუს ბესლან მუდრანოვთან წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმს აჯობა.
დღესვე ფრანგულ ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73 კგ) გავიდნენ. ფეიქრიშვილი, თათარაშვილი და ტატალაშვილი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ, შუკვანი და რეხვიაშვილი კი რეპეშაჟის ნახევარფინალამდე მივიდნენ და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდნენ.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება და GMG-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114453