221-ე მერსისაიდულმა დერბიმ გაამართლა. შესანიშნავი თამაში გამოვიდა და ალბათ ორივე გუნდის ქომაგები კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო. ჯერ 10 წუთიც არ იყო გასული და ორივეს თითო გოლი უკვე გატანილი ჰქონდა. ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა თითქმის პირველივე საპასუხო შეტევისას ევერტონელებმა გაათანაბრეს. თავი ბელგიელმა კევინ მირალასმა გამოიჩინა. მირალასი ამ მატჩში კიდევ ერთი ქმედებით გამოირჩა, როცა ორთაბრძოლისას გაშლილი ფეხი ლუის სუარესს მარჯვენა მუხლთან ჩაარტყა და სისხლი ადინა. საბედნიეროდ ურუგვაელის ტრავმა მძიმე არ გამოდგა. მანმადე კი სუარესმა ისევ გაიბრწყინა, შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და 1:2. სხვათა შორის, მას “ლივერპულის” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ მონტევიდეოში საკუთარი თვითმფრინავი გაუგზავნა, რათა ურუგვაი – იორდანიის პლეი ოფის შემდეგ ძალიან არ გაწვალებულიყო და მერსისაიდულ დერბის სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა.
და აი, მაშინ როცა შეხვედრა უკვე დასასრულისკენ წავიდა, დავიდარაბამაც იმატა. 10 წუთის ინტერვალში ასევე ბელგიელმა, ჭაბუკმა რომელუ ლუკაკუმ ორჯერ გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. მაგრამ “ლივერპული” რისი “ლივერპული” იქნებოდა ყურები რომ ჩამოეყარა. დამთავრებამდე სულ ცოტა რჩებოდა, როცა სტივი ჯერარდმა დენიელ სტარიჯი მოძებნა და 3:3. საინტერესოა, რომ დარჩენილ ორიოდ წუთში ვითარება ძალიან დაიმუხტა, ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შეიქმნა. “ლივერპულმა” გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. “ჩინებული მატჩი იყო, 3:1 რომ წაგვეყვანა, ალბათ მოვიგებდით, მაგრამ არა უშავს, მთავარია არ წავაგეთ,” – თქვა მერე ბრენდან როჯერსმა. აღფრთოვანებული იყო ლუკაკუც: “დაუვიწყარი სანახაობა გამოდგა. ასეთი დიდ ხანს ამახსოვრდება ადამიანს. მართალია ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ვეცდებით შემდეგ მატჩში მოვიგოთ.”
ამასობაში ლიდერმა “არსენალმა” წლევანდელი სეზონის აღმოჩენას - “საუთჰემპტონს” ოლივიე ჟირუს დუბლით 2:0 მოუგო და უშუალო მდევრებს უკვე 4 ქულით გაუსწრო. წარმატების შემთხვევაში “საუთჰემპტონი” “მეთოფეებს” ქულებით გაუთანაბრდებოდა, მაგრამ სანაკრებო კვირეულმა ეტყობა მათ მოთამაშეებზე მეტად იმოქმედა, ვიდრე არსენალელებზე. სანამ გოლებს გაიტანდნენ, მასპინძლებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ჯერ უილშირმა, შემდეგ რემზიმ. აი, პირველი გოლი კი კურიოზული აღმოჩნდა - სტუმართა პოლონელმა მეკარემ, არტურ ბორუცმა რატომღაც საკუთარ საჯარიმოში დაიწყო “მატაობა,” მაგრამ იქვე მყოფმა ჟირუმ ადვილად აართვა ბურთი და ცარიელ კარში გაიტანა. მეორე კი ფრანგმა პენალტით შეაგდო, რომელიც მერტესაკერის მაუსურზე მოქაჩვის გამო დაინიშნა. “ჟირუ გამოცდილი მოთამაშეა. ის მზადაა მთელი 90 წუთის განმავლობაში ებრძოლოს მეტოქეებს. მთავარი მისი თვისება კი გუნდში პოზიტიური განწყობის შექმნაა. ევროპაში ახლა ცოტანი დარჩნენ “გამტანი” თავდამსხმელები. სუარესი, კავანი და ფალკაო სამხრეთამერიკელები არიან, ევროპაში კი ხარისხიანი შემტევის პოვნა ძნელია,” – თქვა შემდეგ არსენ ვენგერმა.
ლონდონური დერბი კი “ჩელსიმ” უბერებელი ლამპარდის დუბლითა და ბრაზილიელი ოსკარის გოლით მოიგო. 24 ქულა მოაგროვა და “ლივერპულს” გაუთანაბრდა. “ვესტ ჰემი” ცოცხლად გამოიყურებოდა, მაგრამ “არისტოკრატებმა” მათ შანსი არ დაუტოვეს. პირველი გოლი ლამპარდმა 21-ე წუთზე გაიტანა, როცა ოსკარის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გარდასახა. მერე თავად ოსკარმა გამოიჩინა თავი. საბოლოო წერტილი კი ისევ “ლემპსმა” დასვა.
ევერტონი - ლივერპული 3:3 (1:2)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 576
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი (დელოფეუ 50), დისტინი, პინაარი (სტოუნზი 84), ბერი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი, მირალასი (ოსმანი 88), ლუკაკუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი, ლუკას ლეივა (სტარიჯი 79), ალენი (მოზესი 69), ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 ფილიპე კოუტინიო (5), 1:1 მირალასი (8), 1:2 სუარესი (19), 2:2, 3:2 ლუკაკუ (72, 82), 3:3 სტარიჯი (89)
გაფრთხილება: ბარკლი (31), მირალასი (36), დისტინი (89); ალენი (62),Lლუკას ლეივა (67), სუარესი (79)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11(7)-5(6), ჯარიმა: 16-16, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-9
ფულემი - სუონსი 1:2 (0:0)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 258
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰიუზი, ამორებიეტა, ზვეროტიჩი, ბოატენგი (სიდუელი 60), პარკერი (ტაარაბტი 85), რიჩარდსონი, კასამი, ბენტი, ბერბატოვი, რუისი (კაჩანიკლიჩი 77)
მწვრთნელი: მარტინ იოლი
სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, დაიერი (შელვი 59), კანიასი, პოსუელო (ალვარო 90+2), ლამა (ტიენდალი 86), ბონი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 0:1 ჰიუზი (საკ. კარში, 56), 1:1 პარკერი (64), 1:2 შელვი (80)
გაფრთხილება: ბოატენგი (19), კასამი (30), ჰიუზი (63); დევისი (72)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 3(6)-4(16), ჯარიმა: 11-7, კუთხური: 8-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-2
ჰალ სიტი - კრისტალ პალასი 0:1 (0:0)
ჰალი. “კინგსტონი.” 23 043
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, მაკშეინი (როსენიორი 58), ჰადლსტოუნი, კორენი (გედო 77), ელ მოჰამადი, ლივერმორი, საგბო, ბოიდი, ბრეიდი (გრემი 46)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, მოქსი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი (ო’კიფი 75), ბენანი, ბოლასი, შამახი (ჯერომი 36), გეილი (პანჩონი 86)
გოლი: 0:1 ბენანი (81)
გაფრთხილება: ელ მოჰამადი (45+3), ჰადლსტოუნი (66); დიკხაცოი (54)
გაძევება: ბოლასი (78)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 3(6)-1(5), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-3
ნიუკასლი - ნორვიჩი 2:1 (2:0)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 51 328
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, იანგა-მბივა, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე (ანიტა 67), ტიოტე, სისოკო, შოლა ამეობი (სისე 74), რემი, გუფრანი (ბენ არფა 83)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, ტერნერი, ბენეტი, მარტინი, ფერი, პილკინგტონი (ელმანდერი 49), ჰაუსონი, ჯონსონი (ჰულაჰანი 89), რედმონდი (მერფი 89), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 1:0 რემი (2), 2:0 გუფრანი (38), 2:1 ფერი (80)
გაფრთხილება: ბენეტი (90+6)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 5(11)-2(5), ჯარიმა: 8-7, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2:1, სეივი: 1-3
არსენალი - საუთჰემპტონი 2:0 (1:0)
ლონდონი. “ემირეითსი.” 60 007
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, იოზილი (ნაჩო მონრეალი 81), არტეტა (როსიცკი 74), კასორლა (უოლკოტი 70), უილშირი, რემზი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
საუთჰემპტონი: ბორუცი, ჰოიველდი, ჟოზე ფონტე, კლაინი, შოუ (დევისი 46), ლალანა (ოსვალდო 53), შნაიდერლინი, ვანაიამა, უარდ-პროუსი, როდრიგესი, ლამბერტი
მწვრთნელი: მოურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0. 2:0 ჟირუ (22, 86 პენ)
გაფრთხილება: ჰოიველდი (45+2), ვანაიამა (48), ჟოზე ფონტე (86)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(2)-4(6), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 10-7, სეივი: 4-2
სტოკი – სანდერლენდი 2:0 (1:0)
სტოკი. “ბრიტანია.” 26 007
სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, ადამი (პალასიოსი 82), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, ჩელუსტკა (ბორინი 70), ჯონსონი, ლარსონი, სუნგ-იიონგ კი, კოლბექი, ჯაკერინი (რობერგე 40), ფლეტჩერი (ალტიდორე 85)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 1:0 ადამი (30), 2:0 ნ’ზონზი (81)
გაფრთხილება: პეტერსი (69), არნაუტოვიჩი (77); ლარსონი (90)
გაძევება: ბრაუნი (36)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 3(12)-1(8), ჯარიმა: 10-7, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3
ვესტ ჰემი – ჩელსი 0:3 (0:2)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.”
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიანი, კოლინზი, ტომკინსი, ჯო კოული (დიამე 40), დაუნინგი, ნოლანი (ჯერვისი 76), ნოუბლი, კოლისონი (მაიგა 40), მორისონი
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ობი მიკელი, რამირესი, აზარი (ესიენი 85), ოსკარი (შურლე 83), ეტო’ო (ბა 79)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 ლამპარდი (21 პენ), 0:2 ოსკარი (34), 0:3 ლამპარდი (82)
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 4(3)-5(7), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-1





