წინა ტურში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი ანაგრიშით, 3,5: 1,5 დაამარცხეს ფრანგი კოლეგები.
საფრანგეთი (2336,8) 0,5 : 3,5 საქართველო (2489)
სოფი მილე (2408) 0:1 ნანა ძაგნიძე (2555)
ნინო მაისურაძე (2331) 0:1 ლელა ჯავახიშვილი (2461)
სილვია კოლაში (2286) ½:½ ნინო ხურციძე (2437)
ნატაშა ბენმეშბა (2266) 0:1 სალომე მელია (2403)
როგორც მოსალოდნელი იყო, მშრალი შედეგით, 4:0 გაიმარჯვა რუსეთის გუნდმა თურქებთან შეხვედრაში. 3.5:0,5 მოიგეს ჩინელებმა ამერიკელ მოთამაშეებთან, ხოლო უკრაინელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს მასპინძელ ყაზახეთის ნაკრებთან. ფრედ, 2:2 დაასრულეს შეხვედრა რუმინელებმა ინდოელებთან.
ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, 6 ქულით სატურნირო ცხრილს კვლავ რუსეთი (10,5) და ჩინეთი (10) ლიდერობენ. 5 ქულით მესამე ადგილს უკრაინის (7,5) გუნდი ინარჩუნებს, ხოლო მეოთხე ადგილზე, 4 ქულით საქართველოს (7,5) ნაკრებია.
ხვალინდელ ტურში, ყურადღების ცენტრში ორი ლიდერის, რუსეთისა და ჩინეთის შეხვედრა იქნება, ხოლო ჩვენი ქალები ინდოელებს დაუპირისპირდებიან.







