ფეხბურთი

12:29 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი დიეგო კოსტა კატალონიის “ბარსელონასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩს გამოტოვებს. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.

“მედიკოსები კოსტას მდგომარეობას უახლოეს პერიოდში შეაფასებენ, მაგრამ “ბარსელონასთან” მისი თამაში თითქმის გამორიცხულია”, - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოს” დღეს უმასპინძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168794