ფეხბურთი

13:15 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლოპესი: “სასტარტოსთვის მზად ვარ”

მადრიდის “რეალის” მეკარე დიეგო ლოპესი ახალი სეზონის წინ განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება. ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მზადაა.

“თამაშიდან თამაშამდე თავს უკეთესად ვგრძნობ. მგონი ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ გუნდში სერიოზული შიდა კონკურენციაა. სასტარტო განაცხადში მოსახვედრად სტაბილურად საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო. ვფიქრობ, ამჟამად ნამდვილად ასეა” – განაცხადა ლოპესმა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091222