გორის “დილასთვის” წლევანდელი სეზონი დადებითად ვერანაირად შეფასდება, მაგრამ სულ სხვაა ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ – გორელებმა ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან, ხუთივე მოუგეს ქუთათურებს და აქედან, მესამედ დიდი ანგარიშით. 2:0, 3:0, 2:1, 4:0, 3:0, ანუ საერთო ჯამში 14:1. აქ ითვლება სათასო მატჩებიც.
გორელებმა მე-2 წუთზევე გახსნეს ანგარიში, როცა ნოდარ ნოზაძის პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა დავით რაჟამაშვილმა გაიტანა – 1:0. მალევე, ოთარ კვერნაძეს ფეხით აუღო ბექა შეყრილაძემ, ხოლო გურამ ადამაძის თავური ხარიხას მოხვდა. “ტორპედომ” გათანაბრება ვერ შესძლო და მალე მეორე გოლი გაუშვა: ნიკა სადარაშვილმა საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და 2:0.
ტაიმის ბოლოს 3:0-იც შეიძლება გამხდარიყო, მაგრამ ხარიხამ ამჯერად “ტორპედოს” უშველა: რაჟამაშვილის დარტყმულზეა საუბარი. ისე, “ტორპედო”უტევდა, მაგრამ გორელების კონტრშეტევები უფრო სახიფათო ჩანდა. მაგალითად, ალექსანდრე კოშკაძის დარტყმულს გამოვარჩევთ, ოდნავ რომ ასცდა კარს.
მეორე ტაიმში თამაშის ტემპი დაეცა, “ტორპედო” ისე აქტიური აღარ იყო და აღარც გორელები ამწვავებდნენ თამაშს. ყველაზე მეტად მაინც რაჟამაშვილი ცდილობდა, დუბლთანაც ახლოს იყო, მაგრამ როინ კვასხვაძემ კარგად ითამაშა.
ბოლოს კი, შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა გიორგი ბერიძემ შესანიშნავად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი ცარიელ კარში დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში.
6.05. 17:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”.
“დილა” (გორი) – “ტორპედო”(ქუთაისი) 3:0 (2:0)
დილა: შეყრილაძე, ლომიძე, კვახაძე, კობახიძე, გაფრინდაშვილი, ნოზაძე, ბოლქვაძე (თენგიზ გოროზია 88), კოშკაძე (კორღალიძე 46), რაჟამაშვილი, სადაღაშვილი (ბერიძე 83), ქვილითაია
მწვრთნელი: გია გიგატაძე
ტორპედო: კვასხვაძე, ჩადუნელი, თოდუა, სავჩენკოვსი, ადამაძე, მამასახლისი (ბერუაშვილი 66), ზურაბ გელაშვილი (ხარაბაძე 74), ტუღუში, მარკოზაშვილი, კვერნაძე (გოგიჩაიშვილი 66)
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი(2), 2:0 სადაღაშვილი (15), 3:0 ქვილითაია (90)
მსაჯი: თემურ ხუჭუა
მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2)
ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)
|
1 |
ვიტ ჯორჯია |
30 |
13 |
6 |
11 |
40:38 |
45 |
|
2. |
ტორპედო |
30 |
12 |
6 |
12 |
36:43 |
42 |
|
3. |
დილა |
30 |
11 |
8 |
11 |
43:33 |
41 |
|
4. |
სპარტაკი |
30 |
10 |
4 |
16 |
30:37 |
34 |
|
5. |
ზუგდიდი |
30 |
8 |
6 |
16 |
22:42 |
30 |
|
6. |
მერანი |
30 |
6 |
4 |
20 |
21:56 |
22 |







