ჩოგბურთი

19:58 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტროვი როლან გაროსის მესამე წრეშია

 

მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი გრეგ დიმიტროვი აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მეორე წრეში მან ყველანაირი პრობლემების გარეშე, 3 სეტში გამოთიშა ასპარეზობას 19 წლის ლუკ პუიე 6:1, 7:6, 6:1.

შეხვედრა 1 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბულგარელმა 5 ბრეიკი შეასრულა, 5 ეისი ჩააწოდა (ყველაზე სწრაფი 210 კმ/სთ) და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 37 ვინერსი და 33 უნებლიე შეცდომა. ახალგაზრდა ფრანგმა კი თავი მხოლოდ 1 ბრეიკით, 1 ეისით და 15 ვინერსით გამოიჩინა.

“როლან გაროსის” მესამე წრეში გრეგი მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს და არგენტინელ გვიდო პელას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.220312