სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:22 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო არენაზე” გოლები და ქულები გაიცვალა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა.

საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და დაძაბულობაც აშკარად იგრძნობოდა. საწყის წუთებში, გორელებმა აქტიურად შეუტიეს და მეტოქეს დაანახეს, რომ მე-2 ნომრად თამაშს არ აპირებდნენ. ირაკლი მოდებაძემ და გრიგოლ დოლიძემ მატჩის დებიუტშივე სცადეს ანგარიშის გახსნა, მაგრამ მათი დარტყმები არაზუსტი გამოდგა.

სტუმართათვის პასუხის გაცემა თბილისელთა ლეგიონერმა დორინ გოგამ ითავა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაჰკრა, მაგრამ ვერც მან მოახვედრა ბურთი კარის ჩარჩოში.

მე-16 წუთზე, ანგარიშიც გაიხსნა – კუთხურისას, შეტევაში ჩართულმა ახალგაზრდა მცველმა გიორგი გველესიანმა ზუსტი თავური შეასრულა და “დინამო” წინ გაიყვანა. გაშვებულმა ბურთმა “დილა” თითქოს დააშოშმინა, მაგრამ რამაზ სოღოლაშვილის გუნდი მალევე გამოფხიზლდა და შეტევაში გადავიდა.

დინამოელებს ანგარიშში სხვაობის გაზდა 32-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ დორინ გოგას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ნუკრი რევიშვილმა უკუაგდო. თბილისელთაგან განსხვავებით, გორელებმა საჯარიმო დარტყმა გოლად აქციეს – გამოცდილმა ოთარ ხიზანეიშვილმა არცთუ შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა და ბურთს გიორგი ლორიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამრიგად, გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

“დილამ” შეხვედრის მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო – ჯერ ირაკლი მოდებაძემ სცადა თავის გამოჩენა, შემდეგ კი, მიხეილ გორელიშვილმა გაისროლა შორი დისტანციიდან, მაგრამ ლორიამ ბურთი ნახტომში მოიგერია. უნდა ითქვას, რომ დასკვნითმა 45 წუთმა პირველ ტაიმზე გაცილებით დაბალ ტემპში ჩაიარა.

65-ე წუთამდე, თბილისელებმა ხეირიანი ვერაფერი შექმნეს, შემდეგ კი, 2-წუთიან მონაკვეთში, ჯაბა დვალმა და ლევან ხმალაძემ შეასრულეს მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმები, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია.

მიზანთან ძალზე ახლოს იყო დვალი, რომლის დარტმულიც ძელმა მოიგერია. სახიფათო ეპიზოდმა გორელები გამოაცოცხლა და შეტევისაკენ უბიძგა. სტუმრებმა რამდენჯერმე ჩაჰკიდეს ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

84-ე წუთზე, მორიგი სახიფათო საჯარიმო დარტმა შეასრულა დორინ გოგამ, მაგრამ ნუკრი რევიშვილმა ამჯერადაც ნახტომში მოიგერია ბურთი. რამდენიმე წუთში, გოგამ თავურით დარყმა შეასრულა, მაგრამ გორელთAკიპერმა თბილისელთა ლეგიონერი კვლავ არ გაახარა.

ასე იყო თუ ისე, ტაბლოზე ასახული ციფრები აღარ შეცვლილა. გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს და მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა – 1:1.

 

დუშან უჰრინი (“დინამო”): “შეიძლება ითქვას, 2 ქულა დავკარგეთ. მეტოქის კარის ასაღებად საკმარისზე მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ “დილას” საჩუქარი გავუკეთეთ. მიუხედავად ამისა, არა უშავს, რადგან მეორეადგილოსანს მაინც საკმარისი სხვაობით ვუსწრებთ. მომდევნო მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ზედიზედ 2 მატჩში ქულების დაკარგვა დაუშვებელია”.

 

რამაზ სოღოლაშვილი (“დილა”): “თამაში მართლაც საინტერესო გამოვიდა. ბოლო წლებია ამ გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდის და საფეხბურთო სამყაროში დიდ ინტერესს იწვევს. ვფიქრობ, ანგარიში ლოგიკური იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლეს. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ეს ქულაც მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება “დინამოს”, ეს გუნდი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მას წარატებას ვუსურვებ”.

 

დინამო (თბილისი) – დილა (გორი) 1:1 (1:1)

24 ნოემბერი. “დინამო არენა”. თბილისი.

დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, დვალი (ვუო 73), მერებაშვილი (ჩისკო 67), კვირკველია, გრიგალაშვილი, გოგა, გველესიანი, ძარია.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

დილა: რევიშვილი, კვახაძე (აბურჯანია 79), გურული, დოლიძე, ბოლქვაძე, თომაშვილი, მაისურაძე, ხიზანეიშვილი, გორელიშვილი (ფილიევი 70), ალადაშვილი (კობახიძე 21), მოდებაძე.

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

გოლები: 1:0 გველესიანი (16), 1:1 ხიზანეიშვილი (43)

გაფრთხილებები: ხიზანეიშვილი (16), ხმალაძე (50), ფილიევი (76)

მთავარი არბიტრი: ოთარ ხეცაძე

 

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (5), 1:1 დენის დობროვოლსკი (57) 

 

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (0:1)

გოლი: 0:1, 0:2 ალექსანდრე კოშკაძე (37, 50), 1:2 ლაშა კუჭუხიძე (65) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (90)

 

სიონი (ბოლნისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 ალექსანდრე გოგობერიშვილი (18), 1:1 გიორგი თექთურმანიძე (28), 1:2 ლაშა ჩაფიძე (68), 2:2 გიორგი კახელიშვილი (83), 3:2 ზვიად ლობჟანიძე (85)

გაძევება: ლაშა ჩაფიძე (83, ორი ყვითელი) 

 

 

ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ავთო ენდელაძე (55) 

 

 

1.

დინამო (თბილისი)

13

9

3

1

30:11

30

 

2.

ჩიხურა

13

8

2

3

28:20

26

 

3.

გურია

13

8

0

5

15:16

24

 

4.

მეტალურგი

13

6

4

3

19:17

22

 

5.

ტორპედო

13

5

4

4

17:12

19

 

6.

დილა

13

5

4

4

17:14

19

 

7.

ზესტაფონი

13

5

3

5

14:10

18

 

8.

სიონი

13

4

4

5

16:17

16

 

9.

ვიტ ჯორჯია

13

4

3

6

17:19

15

 

10.

მერანი

13

4

0

9

13:28

12

 

11.

სპარტაკი

13

3

1

9

11:19

10

 

12.

ზუგდიდი

13

1

4

8

5:19

7

 

 

მეგოლეები:

 

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

7 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”) 

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრე კოშკაძე (ორივე - “გურია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166258