საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც ადგილობრივი გუნდი, ეროვნული პირველობის უპირობო ლიდერს, დაუმარცხებელ თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. საერთოდ, ასეთი პაექრობები ალამაზებენ ჩვენს ჩემპინატს და ქომაგების მოლოდინიც გამართლდა. მატჩი გამოდგა უაღრესად დაძაბული და საინტერესო, რომელშიც საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისმა” დამსახურებულად გაიმარჯვა ამ მომენტისთვის უძლიერეს ქართულ კლუბთან ჭიდილში.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და დედაქალაქელები დებიუტში 8:2 დაწინაურდნენ, მაგრამ აკაკი დვალიშვილის, გიორგი ცეკვავას და ზაურ ფაშაევის შედეგიანი თამაშის წყალობით, რიონისპირელებმა თამაში გაათანაბრეს და ხშირ შემთხვევაში წინ გასვლასაც ახერხებდნენ. დინამოელთაგან, პირველ მეოთხედში, განსაკუთრებით ამერიკელი კარტერის თამაში უნდა გამოიყოს, რომელმაც პაექრობაში თავისი მოპოვებული ქულების უმრავლესობა, სწორედ დროის ამ მონაკვეთში ჩააგდო. სწორედ მისი, მილოშევიჩის და ბესიკ ლეჟავას გააზრებული თამაშის წყალობით მოახერხეს თბილისელებმა მეოთხედის 19:17 მოგება.
მეორე მეოთხედში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. გუნდები ისევ გარდამავალი უპირატესობით ასპარეზობდნენ. პირველ ტაიმში სტუმართა უპირატესობა ფარზე აშკარად იგრძნობოდა, რაც დიდწილად მათი სერბი მეფარის, სტევან მილოშევიჩის დამსახურებაა, რომელმაც საბოლოოდ მატჩში 12 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი. მის გარდა, მოედანზე მყოფთაგან ორმაგი დუბლის შესრულება, მხოლოდ აკაკი დვალიშვილმა შეძლო. აკაკი, 20 ქულით და 11 მოხსნით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში. ერთ-ერთი იმიტომ ვახსენეთ, რომ ჩინებული მატჩი მიითვალეს თავის წილად ზაურ ფაშაევმა და გიორგი ცეკვავამ. “ქუთაისის” აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა 20 ქულას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, ხოლო ცეკვავამ 18 ქულის და 9 პასის გაკეთება მოახერხა. ამ კალათბურთელების გარდა, საქართველოს ნაკრების წევრ ბესიკ ლეჟავას სტატისტიკაც უნდა გამოვყოთ, რომელიც ახლოს იყო სამმაგ დუბლთან – 15 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი. მეოთხედი კი მასპინძლებმა მოიგეს სამი ქულით და შესაბამისად, ტაიმი მათი მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
მესამე მეოთხედი მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩატარდა. ერთ მომენტში, მათ 12:0 გაქცევა მოუწყვეს სტუმრებს და მათი უპირატესობა 13 ქულაც კი გახდა. ეს ყველაფერი, ისევ ქუთაისელთა ჩინებულად მოთამაშე ტრიოს და გიგი ბარბაქაძის დამსახურებაა. ასევე უნდა გამოიყოს ახალგაზრდა გიორგი ცირეკიძის დამაჯერებელი გამოსვლაც, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთიც ჩააგდო კრიტიკულ მომენტებში და დაცვაშიც გამოიჩინა თავი. საბოლოოდ, ახალგაზრდა ქუთაისელმა ფორვარდმა 7 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. მესამე მეოთხედის საუკეთესოდ, აშკარად ზაურ ფაშაევი უნდა ვაღიაროთ, რომელმაც რამდენიმეჯერ თავისი ინდივიდუალური თამაშის წყალობით დაამწუხრა დინამოელები. ერთადერთი, რაც დროის ამ მონაკვეთში ქუთაისელთათვის არასახარბიელო მოხდა, დვალიშვილის მეოთხე პერსონალური იყო, რის გამოც, “ქუთაისის” დამრიგებელმა მალხაზ კოხრეიძემ იგი დროებით დაასვენა, რათა გადამწყვეტი წუთებისთვის ჰყოლოდა გუნდის ლიდერი.
შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმის მსვლელობიდან გამომდინარე, ქუთათურები მატჩს იოლად მოიგებდნენ, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი “დინამოს” კიდევ ერთმა ლეგიონერმა მილოშ პესიჩმა, რომელმაც მეორე ნახევარში ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლებს დიდი სხვაობით წინ გასვლის საშუალება არ მისცათ. პაექრობის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, როცა ანგარიში 75:68 იყო მასპინძლების სასარგებლოდ, დედაქალაქელებმა 6:0 გაქცევა მოაწყვეს და მატჩს ინტრიგა დაუბრუნეს.
მატჩის ეპილოგში, უკვე გიორგი ცეკვავა გაისარჯა დიდებულად, რომელმაც თავის სოლო რეიდებით ბევრი თავსატეხი გაუჩინა მოწინააღმდეგეს და მნიშვნელოვანი ქულებიც ჩააგდო. მას მხარი კარგად აუბეს ცირეკიძემ და დვალიშვილმა. თავის მხრივ, თბილისელებმა, მიხეილ ჭოჭუას შორეული გასროლის შემდეგ, მასპინძელთა უპირატესობა სამ ქულამდე დაიყვანეს 81:78. დასავლელთა მორიგი შეტევა უშედეგო გამოდგა და თბილისელებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, მაგრამ პესიჩმა კუთხიდან ნორმალურად სროლა ვერ შეძლო, იგი ისევ ჯარიმას ითხოვდა, ბურთი კი ქუთათურებს დარჩათ. მათი ბოლო შეტევა კი ლომინაშვილმა დაასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 83:78 დაფიქსირდა “ქუთაისის” სასარგებლოდ.
გამარჯვებამ ქუთაისელ ქომაგებს ენით აუწერელი სიხარული მოჰგვარა. ამ გამარჯვებაში, მათი დამსახურება ძალიან დიდი იყო, რადგანაც ისინი, მთელი პაექრობის განმავლობაში გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს, მაგრამ ერთიც უნდა დავძინოთ: ნამდვილად არ ალამაზებს ასეთ მატჩებს და ასეთ ნაქომაგევს ის საქციელი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მატჩის დროს, როდესაც ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მეტოქე გუნდს და მის რამდენიმე კალათბურთელს. სჯობს იმ ქმედებით, რაც მათ ნამდვილად კარგად გამოსდით (ვგულისხმობ ორგანიზებულ ქომაგობას), დაამახსოვრონ თავი მოწინააღმდეგე გუნდებს, ვიდრე ზემონახსენები საქციელით, რადგანაც ეს, არც სტუმართმოყვარე ქუთაისს და არც მის საკალათბურთო კოლექტივს არაფერს ჰმატებს.
ირაკლი ხოშტარია(“დინამო”): “მეტოქემ დაძაბულ პაექრობაში გვაჯობა. იმედია, ეს პირველი მარცხი ბიჭებზე დამთრგუნველად არ იმოქმედებს. დავსხდებით და კარგად გავაანალიზებთ წაგების მიზეზებს. ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას”.
მალხაზ კოხრეიძე (“ქუთაისი”): “ძალა ერთობაშია, ეს მთელი ქვეყნის დევიზია და ჩვენი გუნდიც ცდილობს ამის გაკეთებას. ბიჭებმა მონდომეს და ლამაზ გამარჯვებას მიაღწიეს”.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

დასაბეჭდი ვერსია |

http://superleague.ge-ის სტატისტიკა