ძიუდო

0:05 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიუსელდორფიდან ვარშავაში ახალი შემადგენლობით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, დიუსელდორფის “დიდი პრიზის” შემდეგ, რამდენიმედღიანი ერთობლივი სანაკრებო წვრთნებიც მოილია და ხვალ პოლონეთში ჩავა, სადაც შაბათ-კვირას ვარშავულ “ევროპის ღია ტურნირზე” იჭიდავებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, დიუსელდორფში ნაჭიდავები შემადგენლობა თითქმის მთლიანად გადაახალისა, რაც ადრიანადვე ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, წინასწარ შედგენილ სავარშავო განაცხადში თითოოროლა ცვლილება მაინც განახორციელა.

“დიდ პრიზზე” ნაჭიდავები გუნდიდან, “მსოფლიოს თასზე” მხოლოდ შალვა ქარდავა (66 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) ჩაერთვებიან. ერთობლივი შეკრების შემდეგ თბილისში ბრუნდებიან: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ამბაკო ავალიანი, ზურაბ ნოზაძე (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), გიორგი ნოზაძე, ალექსანდრე მსხალაძე  (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ). 
რაც შეეხება სრულ ვარშავულ განაცხადს, ასე გამოიყურება:
60 კგ – პაატა მერებაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი
66 კგ – შალვა ქარდავა
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ – ლევან წიკლაური, პაატა ღვინიაშვილი და ხვიჩა ხუციშვილი
90 კგ – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ტაველური
100 კგ – ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092142