"ნიუ ორლეანის" ფორვარდმა ჯეისონ სმიტმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება - იტყობინება Yahoo.Sports-ი.
27 წლის კალათბურთელი ნბა-ში მეხუთე სეზონს ატარებს. მიმდინარე რეგულარულში მან 51 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ პარკეტზე 17,2 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი კი 8,2 ქულა და 3,6 მოხსნა გახლდათ.









