ჭადრაკი

13:39 | 14.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა და ხოტენაშვილი ინტელექტუალურ თამაშებზე

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტი აიღო მსოფლიოს  ინტელექტუალურმა თამაშებმა, სადაც ყველაზე საინტერესო მოჭადრაკეთა დაპირისპირება უნდა იყოს. თამაშები ხუთ ინტელექტუალურ-გონებრივ სახეობაში – ჭადრაკში, ბრიჯში, შაშში და ჩინურ სახეობებში – გოსა და სიანციში ჩატარდება, საქართველოს ღირსებას კი მოჭადრაკეები ბაადურ ჯობავა და ბელა ხოტენაშვილი დაიცავენ.
ქალთა ტურნირში მონაწილეობენ: ჰოუ იფანი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ჰამპი კონერუ (ინდოეთი), ჩჟაო სიუე (ჩინეთი), ეკატერინა ლაჰნო (უკრაინა), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ანა ზატონსკიხი (აშშ), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ბელა ხოტენაშვილი (საქართველო), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ელიზაბეთ პეტცი (გერმანია), ჩჟუ ჩენი (ყატარი), პია კრამლინგი (შვედეთი), მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ელინა დანიელიანი (სომხეთი) და ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი). აღსანიშნავია, რომ მონაწილეებიდან 4 მსოფლიოს ექსჩემპიონია: ჰოუ იფანი, სტეფანოვა, ჩჟუ ჩენი, კოსტენიუკი.
ვაჟები: ლევონ არონიანი (სომხეთი), ტემურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი), გატა კამსკი (აშშ), პეტერ ლეკო (უნგრეთი), ვიორელ ბოლოგანი (მოლდავეთი), ბაადურ ჯობავა (საქართველო), შაჰირარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), ვან ხაო, დინ ლიჟენი (ორივე – ჩინეთი) და ანიშ გირი (ჰოლანდია).
რეგლამენტის თანახმად, მოთამაშეები 7 პარტიას სწრაფ ჭადრაკში გამართავენ, 30 პარტიას – ბლიცში და 7 პარტიას “თვალდახუჭულ” ჭადრაკში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091572