ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ დავით ჯოჯუას თამაში, რომელიც აღნიშნულ ტურში, ორი ქულის მქონე გაიოზ ნიგალიძეს ხვდებოდა. შავებით მოთამაშე ჯოჯუამ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მდევრებს ერთი ქულით უსწრებს.
დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა:
დავით მაღალაშვილი - ფრიდონ ყალაგაშვილი 1:0
კონსტანტინე შანავა - გაიოზ ნიგალიძე 0,5:0,5
მიხეილ მჭედლიშვილი - დავით ლომსაძე 0,5:0,5
ლუკა პაიჭაძე - მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5
ლევან ფანცულაია - დავით ზარქუა 1:0
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:
1. ჯოჯუა - 4 ქულა
2-3. შანავა, პაიჭაძე - 3-3
4-6. მჭედლიშვილი, გაგუნაშვილი, ნიგალიძე - 2,5-2,5
7-8. ყუფარაძე, ფანცულაია - 2-2
9. მაღალაშვილი - 1,5
10. ლომსაძე - 1
11-12. ყალაგაშვილი, ზარქუა - 0-0
მე-5 ტურის შეხვედრათა განრიგი:
ზარქუა - ყუფარაძე
გაგუნაშვილი - ფანცულაია
ლომსაძე - პაიჭაძე
ნიგალიძე - მჭედლიშვილი
ყალაგაშვილი - შანავა
ჯოჯუა - მაღალაშვილი







