ჩოგბურთი

22:53 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი წინ მიიწევს

 

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი  სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მეორე წრეში მან ყველანაირი პრობლემების გარეშე, 3 სეტში გამოთიშა ასპარეზობას 23 წლის გვიდო პელა 6:2, 6:0, 6:2.

შეხვედრა 1 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში "ნოლემ" 7 ბრეიკი შეასრულა, 2 ეისი ჩააწოდა(ყველაზე სწრაფი 200 კმ/სთ) და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მის ანგარიშზე ასევე გახლდათ 29 ვინერსი და 26 უნებლიე შეცდომა. ახალგაზრდა არგენტინელმა კი თავი 1 ეისით და 10 ვინერსისთ გამოიჩინა.

როლან გაროსის მესამე წრეში ჯოკოვიჩი ბულგარელ გრეგ დიმიტროვს დაუპირისპირდება და შეეცდება მადრიდის მასტერსზე განცდილი მარცხისათვის სრულფასოვანი რევანში აიღოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097665