ინტერვიუები

16:38 | 27.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

დომენტი სიჭინავა: “დღეს ფეხბურთის ღმერთი ქართველი იყო”

სათაურში მოყვანილი სიტყვები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დომენტი სიჭინავამ ხორვატებთან მატჩის შემდეგ თქვა. სიჭინავა ხორვატ ჟურნალისტსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ 26 მარტის მატჩი ყოველთვის ემახსოვრება. ახლა კი, “მსოფლიო სპორტთან” გუშინდელი მცირე ინტერვიუ:
- რას განიცდით ახლა, უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგების შემდეგ?
- ხორვატ ჟურნალისტსაც ვუთხარი და გავიმეორებ, დღეს ფეხბურთის ღმერთი ქართველი იყო. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოუგო, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა წაგებული. დიდი ხანია ვამბობ, ქეცბაია თამაშს არ წააგებს-მეთქი და ასეც ხდება.  
- ქართველ გულშემატკივრებზე რას იტყვით?
- საამაყო იყო მათი ქომაგობა. ჯერ მარტო ის, რომ ერთ ხმაში იმღერეს ჰიმნი.
- თვლით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
- ერთს ვიტყვი: ხორვატიის ნაკრების დამარცხებით, არათუ საქართველო, მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრები ბედნიერი იქნებოდა.     
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095726