სხვა

23:33 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დომრაჩევა ბელარუსის გმირია!

ბელარუსმა ბიატლონისტმა დარია დომრაჩევამ სოჭში მას-სტარტზე პირველობა არავის დაუთმო და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე-3 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ახლა, დომრაჩევას ჯამურ აქტივში 4 ოლიმპიური მედალია (3 ოქროს-1 ბრინჯაო), მასზე ტიტულოვან ბიატლონისტ ქალად კი მხოლოდ გერმანელი კატი ვილჰელმი (3-3-2) რჩება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი სპორტსმენი ქალებში პირველი გახდა, რომელმაც 3 გამარჯვება ერთ ოლიმპიურ თამაშებზე იზეიმა. ამასთან, დარიამ სამივე ოქრო პირად შეჯიბრში მოიპოვა, ვილჰელმის ერთი ჩემპიონობა კი ესტაფეტაზე მოდის.

ცხადია, დომრაჩევას გმირობები შეუმჩნეველი არც სამშობლოში დარჩენიათ. ბელარუსის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოს დიდხანს არ უფიქრია და ბიატლონისტს ქვეყნის გმირის წოდება მიანიჭა.

მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც. ბელარუს ოლიმპიელებს თითოეული ოქროსთვის 150 ათას დოლარს იყვნენ შეპირებულნი. იოლი გამოსათვლელია, რომ დომრაჩევას 450 ათასი დოლარი უკვე ჯიბეში აქვს.

მოგვიანებით, ბელარუსის გამარჯვებით დასრულდა ფრისტაილში აკრობატიკის ფინალიც. ანტონ კუშნირმა მეტოქეებს საგრძნობლად გაუსწრო და სამშობლოს მორიგი ტრიუმფი მოუტანა. ახლა, ბელარუსს ჯამში 6 მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც 5 (!) ოქროა.  

 

XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სოჭი (რუსეთი). 17 თებერვალი. თამაშდებოდა 7 მედალი

ბიატლონი. ქალები. მას-სტარტი. 12.5 კმ.

1. დარია დომრაჩევა (ბელარუსი) 35.25,6

2. გაბრიელა სოუკალოვა (ჩეხეთი) +00.20,2

3. ტირილ კამპენჰაუგ ეკჰოფი (ნორვეგია) +00.27,3

 

ფიგურული სრიალი. სპორტული ცეკვები

1. მერილ დევისი-ჩარლი უაიტი (აშშ) 195,52

2. ტესა ვირტიუ-სკოტ მოირი (კანადა) 190,99

3. ელენა ილინიხი-ნიკიტა კაცალაპოვი (რუსეთი) 183,48

 

ბობსლეი. კაცები. ორადგილიანი

1. რუსეთი-1 (ზუბკოვი-ვოევოდა) 3.46,96

2. შვეიცარია-1 (ჰეფტი-ბაუმანი) +0,66

3. აშშ-1 (ჰოლკომბი-ლენგტონი) +0,88

 

ფრისტაილი. კაცები. აკრობატიკა

1. ანტონ კუშნირი (ბელარუსი) 134,50

2. დევიდ მორისი (ავსტრალია) 110,41

3. ცზუნიან ცზია (ჩინეთი) 95,06

 

ტრამპლინიდან ხტომა. კაცები. გუნდური. K-125

1. გერმანია (ვანკი, კრაუსი, ველინგერი, ფროინდი) 1041,1

2. ავსტრია (ჰაიბეკი, მორგენშტერნი, დიტჰარტი, შლირენცაუერი) 1038,4

3. იაპონია (შიმიცუ, ტაკეუჩი, იტო, კასაი) 1024,9

 

ბიატლონი. კაცები. მას-სტარტი. 15 კმ.

გადაიდო უამინდობის გამო

 

სნოუბორდი. კაცები. სნოუბორდ-კროსი

გადაიდო უამინდობის გამო

 ადგილი    ქვეყანა  ოქრო   ვერცხლი   ბრინჯაო   სულ
1 გერმანია 8 3 2 13
2 რუსეთი 5 7 6 18
3 ჰოლანდია 5 5 7 17
4 აშშ 5 4 9 18
5 ნორვეგია 5 3 7 15
6 შვეიცარია 5 2 1 8
7 ბელარუსი 5 0 1 6
8 კანადა 4 7 4 15
9 პოლონეთი 4 0 0 4
10 ჩინეთი 3 2 1 6
11 შვედეთი 2 5 2 9
12 ავსტრია 2 5 1 8
13 საფრანგეთი 2 0 4 6
14 იაპონია 1 3 2 6
15 ჩეხეთი 1 3 1 5
16 სლოვენია 1 1 3 5
17 სამხრეთ კორეა 1 1 1 3
18 დიდი ბრიტანეთი 1 0 1 2
19 სლოვაკეთი 1 0 0 1
20 იტალია 0 2 3 5
21 ავსტრალია 0 2 1 3
22 ფინეთი 0 2 0 2
23 ლატვია 0 1 2 3
24 ხორვატია 0 1 0 1
25 უკრაინა 0 0 1 1
26 ყაზახეთი 0 0 1 1
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163702