ფეხბურთი

13:46 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” პიანიჩში 12 მილიონს იხდის

გერმანული “დორტმუნდი” იტალიური “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის შეძენას ცდილობს. L’Equipe-ს ცნობით, გერმანელები ბოსნიელს მიუნხენის “ბაიერნში” გადასული მარიო გიოტცეს შემცვლელად განიხილავენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რამდენადაც ცნობილია, პიანიჩის სანაცვლოდ, დორტმუნდელები 12 მილიონ ევროს იხდიან. თუკი ტრანსფერი შედგება, ნახევარმცველი ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, პიანიჩმა 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172095