დროებით, სანამ ბოლომდე არ აღმოიფხვრება ახალი დიზაინის ყველა ხარვეზი, ვითვალისწინებთ რა ჩვენი მკითხველის მოთხოვნებს, გადავდივართ ძველ დიზაინზე, რომელიც უკვე ასახულია მისამართზე – www.worldsport.ge – და მალევე აისახება worldsport.ge-ზეც.
კიდევ ერთხელ, დიდ ბოდიშს გიხდით იმ ხარვეზების გამო, რომლებიც საიტის ახალ დიზაინზე გადასვლასთან დაკავშირებით წარმოიშვა – გაცილებით დიდ დროს მოითხოვს ტექნიკურად იმ ყველაფრის ასახვა, რაც დიზაინური კუთხით პრაქტიკულად მზად გვაქვს. ეს საკითხი ჩვენც ძალიან გვაწუხებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი.
აქვე გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ის, რასაც დასრულებული სახით იხილავთ, ჩვენს ძველ დიზაინთან შედარებით გაცილებით დიდ კომფორტს შეგიქმნით და ამას მალე თავად იგრძნობთ.
worldsport.ge-ს რედაქცია







