25 სექტემბერს დუშეთის სტადიონზე მოწყობილ საგანგებო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ქვეყნის გუნდური პირველობა გაიმართება. ტურნირზე საუკეთესოს სახელის მოპოვებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭიდავე იბრძოლებს.
დუშეთში ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, ევროპის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და სხვა ცნობილი ფალავნები იჭიდავებენ.
ტურნირს ქართული ჭიდაობის ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასთან ერთად ატარებს. გუნდური პირველობის საპრიზო თანხა 10 000 ლარია.
ტურნირი 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 17:00 საათისთვისაა დაგეგმილი.







