7 აპრილს ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე ხანტი-მანსიისკში გაემგზავრა გრან-პრის სერიის მორიგ ტურნირში საასპარეზოდ.ქართველ მოჭადრაკეს ტურნირზე დახმარებას პერსონალური მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი გაუწევს.
ძაგნიძეს აქამდე 2 ეტაპის გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული:
ჟენევაში (შვეიცარია) III - IV ადგილები გაინაწილა ხოლო, დილიჟანში (სომხეთი) II - III.
‘ფიდეს’ ქალთა გრან-პრის მეოთხე ეტაპი საზეიმოდ გაიხსნება 8 აპრილს, რუსეთის ‘საჭადრაკო მექა’ - ხანტი - მანსიისკშში.
შეჯიბრი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება;
სათამაშო დღეებია: 09, 10, 11,12, 14, 15,16,17 ,19,02 და 21 აპრილი
ხოლო, 13 და 18 აპრილს მონაწილეები დაისვენებენ.
მონაწილენი:
ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2618; 27.02.1994 ) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-2 მოჭადრაკე.
ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2560; 28.02.1990) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-4 მოჭადრაკე.
ჟაო ქსიუ (ჩინეთი; 2552; 06.04.1985) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე- 5 მოჭადრაკე.
ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2550; 01.01.1987) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-6 მოჭადრაკე.
კატერინა ლაჰნო (უკრაინა; 2543; 27.12.1989) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-7
მოჭადრაკე.
ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2527; 23.04.1984) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-9 მოჭადრაკე.
ანა უშენინა (უკრაინა; 2501; 30.08.1985) მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-19 მოჭადრაკე.
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი; 2496; 11.04.1986) მსოფლიო რეიტინგ-სიის 21-ე მოჭადრაკე.
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2489; 19.04.1979) მსოფლიო რეიტინგ-სიის 24-ე მოჭადრაკე.
ოლგა გირია (რუსეთი; 2450; 04.06.1991) მსოფლიო რეიტინგ-სიის 38-ე მოჭადრაკე.
ტუვშინგუს ბაჩიმეგი (მონღოლეთი; 2340; 03.05.1986) მსოფლიო რეიტინგ-სიის 120-ე მოჭადრაკე.
ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი; 2321; 01.02.1990) მსოფლიო რეიტინგ-სიის 156-ე
მოჭადრაკე.
შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.
გრან- პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი - 60 000 ევროსშეადგენს .
I ადგილი – 10 000 ევრო (+120 ქულა +40 ბონუსი),
II – 8 250 (+110 +20)
III – 6 750 (+100+10)
IV – 5 750 (+90)
V – 5 000 (+80)
VI – 4 500 (+70)
VII – 4 250 (+60)
VIII – 4 000 (+50)
IX – 3 250 (+40)
X – 3 000 (+30)
XI – 2 750 (+20)
XII – 2 500 (+10).
შეგახსენებთ ქალთა გრან-პრის საერთო ჩათვლას ინდოელი ხამპი კონერუ ლიდერობს 320 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი იმყოფება 290 ქულით.
ქალთა გრან-პრის გათამაშების სერიის ტურნირების გამართვის ადგილი და თარიღი.
2013 წელი
2-14 მაისი - ჟენევა, შვეიცარია
15-29 ივნისი - დილიჟანი, სომხეთი
17 სექტემბერი - 1 ოქტომბერი - ტაშკენტი, უზბეკეთი.
2014 წელი
7 - 22 აპრილი - ჰანტი-მანტიისკი,რუსეთი
18 ივნისი - 2 ივლისი - თბილისი, საქართველო
24 აგვისტო - 7 სექტემბერი - ერდენეტი, მონღოლეთი.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი:
http://khantymansiysk2014.fide.com/
www.gcf.org.ge







