ჭადრაკი

20:51 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ და ხოტენაშვილმა გრან-პრის მეხუთე ეტაპზე შესაბამისად მე-4 და მე-11 ადგილები დაიკავეს

 

დასრულდა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ეტაპი, რომელსაც თელავში მდებარე კურორტი ლოპოტა მასპინძლობდა. ბოლო ტურში დიდ ინტერესს იწვევდა პარტია ნანა ძაგნიძის მონაწილეობით, რომელიც სლოვენიის სახელით მოასპარეზე ანა მუზიჩუკს ხვდებოდა. ეს პარტია მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ წარმატების შემთხვევაში ძაგნიძეს პირველ სამეულში მოხვედრის შანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, ყაიმით დაკმაყოფილდა, 6,5 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბელა ხოტენაშვილს, სამწუხაროდ, ქართველმა მოჭადრაკემ, რომელსაც გრან-პრის აღნიშნულ ტურნირში ერთი პირველი ადგილი და ერთი მეორე ადგილი აქვს მოპოვებული, ძალიან სუსტად იასპარეზა და მთელი ტურნირის განმავლობაში აუტსაიდერთა შორის იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველასათვის მოულოდნელად, მან შეძლო გრან-პრის ერთპიროვნული ლიდერის კონერუს დამარცხება, საბოლოოდ 3 ქულა დააგროვა და 12 მოჭადრაკეს შორის მე-11 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში თავი ვერც კონერუმ გამოიჩინა, რომელსაც ამ გრან-პრიზე ორი პირველი ადგილი აქვს მოპოვებული. ლოპოტას ტურნირზე კი 5,5 ქულა დააგროვა და მუზიჩუკთან და ალექსანდრა კოსტენიუკთან ერთად VII-IX ადგილები გაიყო. საბოლოოდ, კონერუ მე-8 ადგილით დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველ ადგილზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი გავიდა, რომელიც ბოლო ტურში მე-3 ადგილზე გასულ ელინა დანიელიანს დაუზავდა.

გთავაზობთ, ბოლო მე-11 ტურის შედეგებს

მუზიჩუკი – ძაგნიძე ყაიმი

კოსტენიუკი – ვენჟუნი 1:0

დანიელიანი – იფანი ყაიმი

მუმინოვა – ქსიუ 0:1

ხოტენაშვილი – კონერუ 1:0

დრონოვალი – სტეფანოვა ყაიმი

გრან-პრის ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

  1. ჰოუ იფანი - 9
  2. ჟუ ვენჟუნი – 7
  3. ელინა დანიელიანი – 7
  4. ნანა ძაგნიძე – 6,5
  5. ანტუანეტა სტეფანოვა – 6
  6. ჰარიკა დრონოვალი – 6
  7. ანა მუზიჩუკი – 5,5
  8. ჰამპი კონერუ – 5,5
  9. ალექსანდრა კოსტენიუკი – 5,5

10. ჟაო ქსიუ – 3,5

11.  ბელა ხოტენაშვილი – 3

12. ნაფისა მუმინოვა 1,5

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180445