ჭადრაკი

3:22 | 29.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის მოგება, მელიას ყაიმი

გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის მე-7 ტური წარმატებული გამოდგა ნანა ძაგნიძისთვის (2555). ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ინგლისის სახელით მოთამაშე იანგ-ფან ჟუ (2439) დაამარცხა და 5.0 ქულით 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.

4.5 ქულით მე-40 პოზიციაზე იმყოფება სალომე მელია (2403), რომელიც გასულ ტურში ასევეDშავებით ინდოელ ჰარიკა დრონავალის (2514) დაუზავდა. მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ისევ შავი ფიგურებით ითამაშებენ. ძაგნიძე ყატარის წარმომადგენელ ნეზად ჰუსეინ აზიზს (2394) გაეჯიბრება, ხოლო მელიას მეტოქე გამოცდილი არტურ იუსუპოვი (გერმანია, 2611) იქნება.
7 ტურის თავზე გიბრალტარის ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. იგი რუსი ნიკიტა ვიტიუგოვია, რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა. ცნობისთვის, შეჯიბრის გამარჯვებული 20 ათას გირვანქას მიიღებს.
 
0.085244