საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ერთ თვეში ეყოლება. მას შემდეგ, რაც გიორგი ალექსიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ განცხადება დაწერა, ეს პოსტი ვაკანტური გახდა და უკვე რიგგარეშე ყრილობაც დაინიშნა, რომელზეც დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
ყრილობა 5 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება კი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე – 28 სექტემბერს შეწყდება. ბოლო ინფორმაციით, ჯერ ფედერაციაში არც ერთი განაცხადი არ შესულა, ხოლო სპორტულ წრეებში მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ძიუდოს ფედერაციას ერთ თვეში ცეზარ ჩოჩელი ჩაიბარებს.
ვაკანტურია ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაც. კონტრაქტდასრულებული პეტერ ზაიზენბახერის შემცვლელიც, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერსვე დასახელდება.
ოთარ მაღლაკელიძე







