საქართველოს ძიუდოს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დელეგატებმა ჟურნალისტების თანდასწრებით წესდებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა არ ისურვეს და დარბაზში მხოლოდ ძიუდოს ოჯახის წევრები დატოვეს.
დღის წესრიგის მეორე და უმთავრესი საკითხი კი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც კენჭი სამ კანდიდატს - დავით ქევხიშვილს, თემურ ხუბულურსა და ირაკლი ცირეკიძეს უნდა უყარონ. კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატები დამსწრეთ თავიანთ სამუშაო პროგრამებს გააცნობენ. ეს პროცედურა და უშუალოდ არჩევნებიც მასმედიის გარეშე ჩაივლის. ჟურნალისტებისთვის კომენტარები სავარაუდოდ ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ოთარ მაღლაკელიძე







