საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა და საპრზიდენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. გადაწყვეტილება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებმა საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე მიიღეს.
“საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ხორვატიაში ვიმყოფებოდი და აღმასკომის სხდომის დანიშვნის შესახებ მის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე შევიტყვე. ყრილობის გადადების უმთავრესი მიზეზი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაა. საპრეზიდენტო არჩევნებს მას შემდეგ ჩავატარებთ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ციებ-ცხელება ჩაწყნარდება. ერთს კი დანამდვილებით გეტყვით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები წლის ბოლომდე აუცილებლად მოხდება. კონკრეტულ თარიღებს კი, კვლავ აღმასკომის წევრები დააზუსტებენ” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.
ოთარ მაღლაკელიძე







