ძიუდო

13:49 | 8.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ოლიმპიური შვიდეული გამოაცხადეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ამ შემადგენლობით გაემგზავრება: ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
რჩეული შვიდეული საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა დამრიგებელმა - პიტერ ზაიზენბახერმა რამდენიმე წუთის წინათ, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მწვრთნელმა განაცხადს მიღმა ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) დატოვა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095922