ძიუდო

14:50 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს აკადემიაში ოლიმპიური ფესტივალის კანდიდატები გამოჩნდნენ

შაბათ-კვირას, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ 1999-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელმაც 2015 წელს, თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა აქედანვე უნდა გამოიკვეთოს და შიდა კონკურენციაც იმხელაა, როგორც არასდროს.

საქართველოს ჩემპიონატს წინ რეგიონალური პირველობები უძღვოდა და დიღომში, საქმეში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის გამორჩეული ძიუდოისტები ჩაერთნენ. ვაჟებში ყველაზე შედეგიანად ქვემოქართლელმა სპორტსმენებმა იჭიდავეს. 8 წონითი კატეგორიიდან ოთხში სწორედ ამ სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთისა და თბილისის გუნდებმა კი თითო წონაში იმარჯვეს.
ვაჟების პარალელურად, ტატამზე გოგონებიც გავიდნენ. მოლოდინისამებრ, მათი რაოდენობა გაცილებით მცირე იყო და ჩემპიონ-პრიზიორები თითოეულ წონაში წრიული სისტემით გამოვლინდნენ. აჭარისა და თბილისის გუნდების წევრებმა ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის სკოლებს კი თითო ოქრო ერგოთ.
 
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
1999-2000 წლებში დაბადებულები
თბილისი
17-18 მარტი
 
ვაჟები
 
30 კგ
1 ზურაბ ბეჟანიშვილი (ქვემო ქართლი)
2 არმაზ არჩუაძე (შიდა ქართლი)
3 გოგა ვარდოსანიძე (იმერეთი)
3 მიშიკო შათირიშვილი (კახეთი)
 
34 კგ
1 სანდრო ძამაშვილი (ქვემო ქართლი)
2 საბა კაპანაძე (თბილისი)
3 ლაშა ონიანი (ქვემო ქართლი)
3 ვახო ვიბლიანი (ქვემო ქართლი)
 
38 კგ
1 გიორგი მღებრიშვილი (კახეთი)
2 საბა გრიგალაშვილი (თბილისი)
3 ლაშა გუგავა (რაჭა ლეჩხუმი)
3 ირაკლი კუხალაშვილი (იმერეთი)
 
42 კგ
1 ელიზბარ ხერგიანი (ქვემო ქართლი)
2 ალეკო კაიდარაშვილი (შიდა ქართლი)
3 ლაშა ბექაური (კახეთი)
3 ტატო გრიგალაშვილი (შიდა ქართლი)
 
46 კგ
1 გოგა გოგაშვილი (თბილისი)
2 ალეკო სულაკაძე (იმერეთი)
3 საბა მეშველიანი (რაჭა ლეჩხუმი)
3 ილია გაზდელიანი (რაჭა ლეჩხუმი)
 
50 კგ
1 ნუგზარ ტაბლიაშვილი (ქვემო ქართლი)
2 გოჩა ღვაჩლიანი (იმერეთი)
3 ბაჩანა სარქისაშვილი (კახეთი)
3 გიგა გოგოლიძე (იმერეთი) 
 
55 კგ
1 შათირ შერაზადიშვილი (შიდა ქართლი)
2 ტარიელ ბუქულაშვილი (შიდა ქართლი)
3 უტა დიდებაშვილი (მცხეთა)
3 გიორგი ქიბროწაშვილი (სამცხე ჯავახეთი)
 
+55 კგ
1 ამირან წიქორიძე (იმერეთი)
2 ჯაბა ქარელიშვილი (შიდა ქართლი)
3 ოთარ გოგიძე (შიდა ქართლი)
3 ლევან ჭელიძე (თბილისი)
 
გოგონები
 
28 კგ
1 ნატო ფოთელიძე (აჭარა)
2 ირინა ალანია (თბილისი)
3 დიანა ჭანიძე (აჭარა)
 
32 კგ
1 ხატია შარაძე (აჭარა)
2 ანი მაღლაკელიძე (იმერეთი)
3 ადელინა ქოჩარიანი (თბილისი)
 
36 კგ
1 ნატალია ყიფშიძე (თბილისი)
2 ქეთევან ჩხაიძე (აჭარა)
3 მარიამ ბახტაძე (იმერეთი)
 
40 კგ
1 ხატია ღერკენაშვილი (შიდა ქართლი)
2 მარი გოგოჭური (მცხეთა)
 
44 კგ
1 ეთერ ლიპარტელიანი (რაჭა ლეჩხუმი)
2 ნინო მგელაძე (აჭარა)
3 მარიამ ჭანტურია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
 
52 კგ
1 სალომე მჭედლიშვილი (თბილისი)
2 ქრისტინე მამულაძე (აჭარა)
3 სალომე ლომაძე (აჭარა)
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086284