ჭიდაობა

19:53 | 6.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს დარბაზი სამბისტებს გადაეცათ

ვაკეში მდებარე ძიუდოს დარბაზში უახლოეს მომავალში სამბისტები შევლენ. საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ოლეგ იაძის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სპორტის სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დარბაზის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მალე სარემონტო სამუშაოები დაიწყება, სავარაუდოდ იანვრიდან კი სრული დატვირთვით ამოქმედდება.
“მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გადაწყდა დარბაზის გადმოცემის საკითხი. ეს არა მარტო სამბოს, არამედ მთლიანად ქართულ სპორტს წაადგება, რადგან ჩვენთან მოვარჯიშე სპორტსმენები ძიუდოშიც აღწევენ წარმატებებს. ახლო მომავალში, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გადმორიცხული თანხით ამ დარბაზს შეძლებისდაგვარად გავალამაზებთ, მწყობრში მოვიყვანთ და მომავალი წლიდან ვარჯიშებსაც დავიწყებთ” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172706