საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე დელეგატებმა მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კენჭისყრის ჩატარებამდე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ირაკლი ცირეკიძემ და თემურ ხუბულურმა კანდიდატურები სწორედ დავით ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნეს.
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა აღმასკომის შემადგენლობა და ერთი ვიცეპრეზიდენტი დაასახელა. ამ თანამდებობას მამუკა ყიზილაშვილი დაიკავებს. დარჩენილ ორ ვიცეპრეზიდენტს და ფედერაციის გენერალურ მდივანს ქევხიშვილი უახლოეს მომავალში გააცხადებს.
ოთარ მაღლაკელიძე







