2-3 თებერვალს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. სეზონის გამხსნელ შეჯიბრებაზე, ხალიჩაზე თითქმის ყველა უძლიერესი ახალგაზრდა გავიდა და ორი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
უმსუბუქესი წონის – 50 კილოგრამის ფინალში, ნიკა ცეცხლაძემ ედნარ შავაძეს სძლია. ორივე სპორტსმენი აჭარის გუნდის სახელით ჭიდაობდა. ამ წონის შარშანდელი ჩემპიონი, კიდევ ერთი აჭარელი ბაჩანა ფუტკარაძე, ამჯერად, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა და ბრინჯაო იკმარა. ოქრო კი მაინც მის გუნდს ერგო – ფინალში ერთმანეთს ედნარ შავაძე (აჭარა) და თორნიკე ტოტიკაშვილი (გარდაბანი ) დაუპირისპირდნენ და შავაძემ იმარჯვა.
60 და 66 კილოგრამში ქემალ ხარაბაძემ (აჭარა) და საჩინო დავითაიამ (სენაკი) 2010 წელს მოპოვებული ოქროს მედლები შეინარჩუნეს. ხარაბაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონ ფირუზ წულუკიძეს (აჭარა) მოუგო, ხოლო დავითაიამ (სენაკი) თანაქალაქელსა და მოგვარეს – გიორგი დავითაიას.
თბილისელებმა - ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) და ალექსანდრე დიხამინჯიამ (96 კგ) შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლები წლეულს ოქროებით გააუმჯობესეს. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში დათუნაშვილმა გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი) დაამარცხა, ხოლო დიხამინჯიამ – ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო). ცნობისთვის, ქაჯაიამ საქართველოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. შარშან ოზურგეთელ ბექა ჩოფლიანს ვერ აჯობა.
84 კილოგრამში საქართველოს 2010 წლის ჩემპიონს, ქუთაისელ დავით ჩაკვეტაძეს მორიგ ოქრომდე ერთი მოგება დააკლდა – ფინალში გარდაბნელ რობერტ ქობლიაშვილთან წააგო. ჩემპიონატის გვირგვინი კი ქუთაისელი ძმების, შოთა და სერგო გოგისვანიძეების ფინალური დაპირისპირება გამოდგა. შეგახსენებთ, რომ მძიმე წონაში, ფინალში, შარშანაც ამ სპორტსმენებმა იჭიდავეს და ჩემპიონი სერგო გახდა. ამჯერად, ოქრო შოთამ მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ახალგაზრდები
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 2-3 თებერვალი
50 კგ
1 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
2 ედნარ შავაძე (აჭარა)
3 გია ბილვანიძე (აჭარა)
3 დავით სანიკიანი (ქუთაისი)
55 კგ
1 ამირან შავაძე (აჭარა)
2 თორნიკე ტოტიკაშვილი (გარდაბანი)
3 აბესალომ ქათამაძე (ზესტაფონი)
3 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
60 კგ
1 ქემალ ხარაბაძე (აჭარა)
2 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)
66 კგ
1 საჩინო დავითაია (სენაკი)
2 გიორგი დავითაია (სენაკი)
3 ლევან გოგოძე (თბილისი)
3 გიორგი ჯაში (ოზურგეთი).
74 კგ
1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
3 უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი)
3 ლაშა გობაძე (აჭარა)
84 კგ
1 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2 დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი)
3 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
96 კგ
1 ალექსანდრე დიხამინჯია (თბილისი)
2 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
3 ბექა ქურცაძე (ქუთაისი).
120 კგ
1 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
2 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 მუხრან ჭანკურიძე (აჭარა)
3 გიორგი ხაბაშვილი (რუსთავი)
ოთარ მაღლაკელიძე







