55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა მსუბუქწონოსანმა მეოთხედფინალში ფრანგი ზოჰეირ ელ უარაქი ორ პერიოდში (1:0, 1:0) დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს არტიომ გებეკოვს ასევე პერიოდდაუკარგავად მოუმთავრა საქმე - 1:0 5:2.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ძირითად ბადეში გამოსვლა მან რუსეთის ნაკრების წევრ ოპან სატთან ნახევარფინალში წაგების გამო დაასრულა (0:6 0:1).
ფინალში ედიშერაშვილი ბელარუს ვლადისლავ ანდრეევს დაუპირისპირდება. ხინჩეგაშვილის მომავალი მეტოქე კი რეპეშაჟის შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.







