მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური დასრულდა. ტურის ბოლო დღემ მერვედფინალისტები ვერ გამოავლინა, მაგრამ იმის გათვალისწინებთ, რომ ერაყს, ჩილეს, უზბეკეთსა და ხორვატიას 4-4 ქულა აქვთ და 6 ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 მესამეადგილოსანიც გადის, შეგვიძლია, ეს 4 გუნდი ფლეი ოფში გასულად მივიჩნიოთ.
ერაყის შემდეგ, ქულები ჩილესთან დაკარგეს ახალგაზრდა ინგლისელებმა. ჩილესა და ინგლისს შორის გამართული მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას სამხრეთ ამერიკელები ფლობდნენ, ხოლო შესვენების შემდეგ ევროპელები უკეთ გამოიყურებოდნენ. ანგარიშიც შესაბამისი იყო - ორივე გუნდმა თითო ტაიმი 1:0 მოიგო.
იმავე ჯგუფში, ერაყმა ეგვიპტეს 2:1 სძლია და აფრიკული გუნდი კვლავ უქულოდ დატოვა.
პირველ ტურში ახალ ზელანდიასთან 3:0 მოგების შემდეგ, უშუალო კონკურენტ ხორვატიასთან ქულა აიღო უზბეკეთმა, რომელიც ჯგუფს სწორედ ხორვატიასთან ერთად ლიდერობს.
აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა ურუგვაიმ, რომელმაც ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა.
E ჯგუფი
ჩილე-ინგლისი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 კასტილიო (32, პენ), 1:1 კანე (64).
ერაყი-ეგვიპტე 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 მაგუბი (27), 1:1 აბდულჰუსეინი (33), 2:1 აბდულრაჰიმი (79).
| 1. | ერაყი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 |
| 2. | ჩილე | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
| 3. | ინგლისი | 2 | 0 | 2 | 0 | 3:3 | 2 |
| 4. | ეგვიპტე | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 |
F ჯგუფი
ახალი ზელანდია-ურუგვაი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 დე არასკაეტა (4), 0:2 ლოპეს ნიკოლასი (75).
ხორვატია-უზბეკეთი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რახმანოვი (24), 1:1 ლივაია (65).
| 1. | უზბეკეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:1 | 4 |
|
| 2. | ხორვატია | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 |
|
| 3. | ურუგვაი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 |
|
| 4. | ახალი ზელანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |
|







