ფეხბურთი

11:36 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა: “მანჩესტერი” მალე მწვერვალებს დაუბრუნდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი ერიკ კანტონა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველა სიძნელეებს გადალახავს.

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებით, “წითელმა ეშმაკებმა” გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს. გუნდი მუდმივ კონკურენტებთან - “ლივერპილთან” და “მანჩესტერ სიტისთან” “ოლდ ტრაფორდზე” 0:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერელებს საქმე უკეთ მისდით და მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნს” ეთამაშებიან.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ის მუდამ მწვერვალზე იყო და ვფიქრობ, იქ ძალიან მალე დაბრუნდება. ყველა გუნდს შეიძლება მსგავსი რამ დაემართოს და პანიკა საჭირო არაა. მათ მეტი შეუძლიათ და ამაში სარწმუნებული ვარ. დევიდ მოიესს დრო ჭირდება. მას აქვს გრძელვადიანი პროექტი და მის განხორციელებას აპირებს. არაა საჭირო ზეწოლა და შესაძლოა, უკვე მომდევნო სეზონში, ჩვენ კვლავ ძველი “მანჩესტერი” ვიხილოთ” - ამბობს კანტონა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097659