სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:27 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი: 5 მატჩში სამი - 1:1

კვირას ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის 5 შეხვედრა დამთავრდა. ქუთაისში “ტორპედომ” მოულოდნელად ვერაფერი მოუხერხა “სიონს” და დროებით გალიდერების შანსიც დაკარგა. ჭაბუკ ქუთაისელებს აშკარად გაუჭირდათ უფრო გამოცდილი ბოლნისელების წინააღმდეგ. აგებდნენ კიდეც, მაგრამ გათანაბრება მაინც მოახერხეს, მეტისთვის კი ძალა აღარ ეყოთ.

რუსთავში უხვგოლიანი მატჩი გამოდგა. უკვე პირველი ტაიმი ორივე გუნდმა კაცნაკლულად დაამთავრა. მსაჯმა ჯერ უკანასკნელი იმედის ჯარიმისვის მასპინძელი მიხეილ მახვილაძე გააძევა, ტაიმის მიწურულს კი სტუმარმა კიჭი მელიავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. გოლებიც ბლომად გავიდა, მე-15 წუთისთვის რუსთაველები უკვე 3:0 იგებდნენ. ჯამში მასპინძლებმა 6:1 გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ მარტვილელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჰყავთ, რომლის დებიუტიც წარმატებული ვერ გამოდგა.

გორში “დილა” მინდორზე დროებითმა დამრიგებელმა, მეკარების მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა გაიყვანა. მატჩის მთავარი ფიგურა კი ირაკლი მოდებაძე გახლდათ, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი პენალტი გააცუდა. აქაც სტუმრებმა რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულეს შეხვედრა. ორი ყვითლის გამო რომეო კანკიამ მოინდორი ნაადრევად დატოვა. თუმცა, ზუგდიდელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს.

მცხეთაში “გურიამ” ვილი ისიანის გოლით აუტსაიდერ “სპარტაკს” სძლია.

“დინამო” – “ჩიხურა” მოგვიანებით დასრულდება.

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)

გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)

 

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1) 

გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38) 

 

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).

  

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163759