25 მარტს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის II ჯგუფის მატჩები დაიწყება ავსტრიაში. საქართველო, სერბეთი, ირლანდია, მასპინძელი ავსტრია - ასეთია ჯგუფის ოთხეული და მხოლოდ გამარჯვებული გადის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 5-17 მაისს სლოვაკეთში გაიმართება.
ელიტ-რაუნდის II ჯგუფის კალენდარი:
25 მარტი
14:00. სერბეთი-საქართველო
22:00. ირლანდია-ავსტრია
27 მარტი
14:00. საქართველო-ირლანდია
22:00. სერბეთი-ავსტრია
30 მარტი
18:00. ირლანდია-სერბეთი
18:00. ავსტრია-საქართველო
(საათები თბილისის დროითაა მითითებული)
აქვე ვთქვათ, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი სამივე მატჩს ვენაში ჩაატარებს - პირველ ორ შეხვედრას "ჰირშსტეტენზე", ბოლოს კი - "ტიმ ფიურ ვიენზე".
ქართველი 17-წლამდელები ბოლო დღეებში სლოვაკეთში გადიან მზადებას.
როგორც იცით, საქართველომ საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფში უკრაინასთან 1:3 წააგო, მაგრამ ლუქსემბურგსა და შოტლანდიას ერთნაირი ანგარიშით, 3:0 სძლია.
მეტოქეებზეც:
ავსტრიამ საკვალიფიკაციო ეტაპიც შინ ჩაატარა და მეორე ადგილზე გავიდა: კვიპროსთან 0:0, ფარერებთან 6:0 და შვეიცარიასთან 1:1.
სერბეთმა გოლების წვიმა მოაწყო საკვალიფიკაციოში. მათ ასევე უმასპინძლეს ჯგუფურ ეტაპს და შედეგები კომენტარს არ საჭიროებს: სომხეთთან 5:0, მოლდოვასთან 4:0, ბელარუსთან 7:0.
ირლანდიამ კი მაკედონიაში ითამაშა საკვალიფიკაციოს მატჩები: შვედეთთან 1:1, მაკედონიასთან 4:1, რუმინეთთან 2:0.
17-წლამდელთა მიმდინარე ჩემპიონატში 10 საუკეთესო ბომბარდირთა შორის 3
ქართველთაგან საუკეთესოა ლუკა ზარანდია, რომელმაც საკვალიფიკაციოში 3 გოლი მიითვალა. ზარანდია ზოგადად ამ ნაკრების ლიდერადაც მიიჩნევა.
აქვე, შეგახსენებთ დევდარიანის 18 რჩეულს:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)
მცველები: აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო"), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), ომარ პატარკაციშვილი („ლოკომოტივი“)
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია („ბაია"), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა „საბურთალო“), თენგიზ გოროზია („დინამო“
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“), ილია კერძევაძე („ჩიხურა“), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე „საბურთალო“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია).
აქვე ვთქვათ, რომ რამდენიმე ჯგუფში უკვე დაიწყო თამაში, ხოლო ორ ჯგუფში უკვე გაირკვა გამარჯვებული: ხორვატიამ ბოლო ტურამდე გაინაღდა I ადგილი - საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია ჩამოიტოვა.
ასევე, ფინალურ ეტაპზე გავიდა იტალია - აპენინელმა ჭაბუკებმა ნორვეგიას, ჰოლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას აჯობეს. აქაც ბოლო ტურია გასამართი, მაგრამ იტალია უკვე გასულია პირველზე.
შეხსენებისთვის, ჰოლანდია შარშან გახდა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი - ნახევარფინალში სწორედ ვასილ მაისურაძის საქართველოს აჯობეს რუმინელი მსაჯის დახმარებით.
მოკლედ, პირველი მატჩი საქართველო-სერბეთია და აი, რას ამბობს მეტოქე გუნდის მწვრთნელი
"საქართველო ძალიან კარგი გუნდია. მათ რომ ზოგადად კარგი ახალგაზრდები ჰყავთ, შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცეს. 1995
ავსტრია ასევე ძლიერი, დისციპლინირებული ნაკრებია და მეორე ადგილზე მათ დავაყენებდი.
რაც შეეხება ირლანდიას, ნანახი ვიდეოფირებით თუ ვიმსჯელებ, ჯგუფში ყველაზე სუსტები არიან".







