ისტორია

9:55 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 11 ნოემბერი

  2012. “ბარსელონას”  არგენტინელმა ფორვარდმა ლეო მესიმ “მალიორკას” 44-ე და 70-ე წუთებზე ორი გოლი გაუტანა და დუბლი შეასრულა, რითაც გუნდს 4:2 მოაგებინა. ეს იყო მესის მიერ ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი 75-ე და 76-ე გოლები და ამ მაჩვენებლით არგენტინელმა ლეგენდარულ პელეს გადაასწრო, რომელმაც 1958 წელს საკუთარ ანგარიშზე 75 გოლი ჩაიწერა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

1923. ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი არტურ ბრიჯეტი, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ მწვანე მოედანს დაუბრუნდა. მან, ინგლისის მეორე დივიზიონის მატჩში “პორტ ვეილის” რიგებში იასპარეზა და “კლეპტონ ორიენტთან” თამაშისას, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

1937. გერმანულმა თვითმფრინავმა “მესერშმიდტმა”, სიჩქარის რეკორდი დაამყარა (610.4 კმ/სთ).

1944. ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდმა “ნიუ იორკ რეინჯერსმა” NHL-ის ანტირეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ 25 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება (4 ფრე, 21 წაგება).

1946. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ნიუ იორკ ნიკზმა” პირველი მატჩი ჩაატარა “მედისონ სქვერ გარდენში”. გუნდი “ჩიკაგოსთან” 68:78 დამარცხდა.

1951. თბილისის “დინამომ”, პოლონეთში ტურნეს მსვლელობისას, ვარშავაში, ადგილობრივ ცვკს-ს 2:0 მოუგო. გოლები ვარდიმიადიმ და პანიუკოვმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჭკუასელი, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, მელაშვილი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1959. თბილისის “დინამომ”, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ბელგიური გენტის “ლა განტუაზთან” 2:2 ითამაშა. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ელოშვილი, ჩოხელი, ხოჭოლავა, სიჭინავა, ზეინკლიშვილი, მელაშვილი, იამანიძე, კალოევი, ბარქაია, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1960. ნიუ იორკის “მედისონ სქვერ გარდენში”, “ნიკზის” თამაშს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო (18 499).

1968. ინგლისელმა მძლეოსანმა რონ ჰილმა, ლესტერში გამართულ შეჯიბრებაზე 10 მილზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (46:44).

1973. ფიფამ, საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებს, მსოფლიოს 1974 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში ჩილესთან წაგება ჩაუთვალა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა მოსკოვში 0:0 დასრულდა, განმეორებითი მატჩის ჩატარებას კი, საბჭოთა მხარე ნეიტრალურ მოედანზე ითხოვდა და სანტიაგოში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

1978. საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”, სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა. გუნდი თბილისში მოსკოვის “ტორპედოს” 2:2 დაუზავდა. ქართველთაგან გოლები რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

1980. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერსის” მოთამაშე მაიკ ბოსიმ, “ნორთ სტარზს” ოთხი შაიბა გაუტანა.

1997. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ქალთა ლიგას ორი კლუბი, “დეტროიტი” და “ვაშინგტონი” დაემატა.

2006. მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა პორტუგალიის ნაკრებს 17:3 მოუგო. ქართველთა გუნდს მალხაზ ჭეიშვილი წვრთნიდა.

2006. ჰოლანდიის ერედივიზიონში, შოთა არველაძემ “ჰერაკლესთან” შეხვედრისას დუბლი შეასრულა. იმხანად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი “ალკმაარის” ღირსებას იცავდა, რომელმაც ის მატჩი 5:0 მოიგო.

2006. ერთა თასის ფინალური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 17:3 დაამარცხა.

2007. სერბული “ცრვენა ზვეზდას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მილორად კასანოვიჩი გადადგა.

2008. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია დაასახელა.

2012. “ბარელონას”  არგენტინელმა ფორვარდმა ლეო მესიმ “მალიორკას” 44-ე და 70-ე წუთებზე ორი გოლი გაუტანა და დუბლი შეასრულა, რითაც გუნდს 4:2 მოაგებინა. ეს იყო მესის მიერ ერთ კალენდარულ წელიწადში გატანილი 75-ე და 76-ე გოლები და ამ მაჩვენებლით არგენტინელმა ლეგენდარულ პელეს გადაასწრო, რომელმაც 1958 წელს საკუთარ ანგარიშზე 75 გოლი ჩაიწერა.                                                                    

ამ დღეს დაიბადნენ

1900. ელენა კონოპაკა. პოლონელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1910. ფრანც კემსერი. გერმანელი მოციგურავე. ბობსლეიში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (ოთხადგილიანი ბობი).

1934. ელჟბიეტა კრჟეჟინსკა. პოლონელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1938. იოჟეფ ოდოჟილი. ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. 1500 მეტრზე რბენაში 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1939. კლაუდია ბოიარსკიხი. საბჭოთა მძლეოსანი. 5 კილომეტრზე რბენაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1955. ხორენ ოგანესიანი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ერევნის “არარატის”, ტაშკენტის “ფახთაქორის” და ერევნის “პიუნიკის” ნახევარმცველი. 1975 წელს მოიპოვა საკავშირო თასი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ოგანესიანი “არარატის” ფეხბურთელთაგან ერთადერთია, რომელმაც მუნდიალის ფინალურ სტადიაზე გოლის გატანა მოახერხა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1979-1984) ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ხორენ ოგანესიანი 1996-97 წლებში წვრთნიდა სომხეთის ეროვნულ ნაკრებს.

1961. მატ გრაფარი. ირანელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ვერცხლის მედლების მფლობელი.

1976. ბრენდან ჰეივუდი. “ვაშინგტონ უიზარდსის” მეფარე (213 სმ).

1977. მანიშე (ნუნუ რიკარდუ ოლივეირა რიბეირუ). პორტუგალიის ნაკრების (2003 წლიდან), “ალვერკას” (1996-99), “ბენფიკას” (1999-2002), “პორტუს” (2002-05), მოსკოვის “დინამოს” (2005-06), “ჩელსის” (2006), მადრიდის “ატლეტიკოს” (2006-09), “კიოლნის” (2009 წლიდან). ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. დაასახელეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 2004 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასები. 2003 წელს დაეუფლა უეფას თასს. ინგლისის ჩემპიონი (2006). პორტუგალიის ჩემპიონი (2003, 2004) და თასის მფლობელი (2003).

1983. ფილიპ ლამი. გერმანიის ნაკრების (2004 წლიდან) და მიუნხენის “ბაიერნის” (2005 წლიდან) მცველი. 2003-05 წლებში განათხოვრების წესით თამაშობდა “შტუტგარტში”. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2003, 2006, 2008, 2010, 2013 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის თასი. 2013 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097511