ისტორია

10:16 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში – 12 ნოემბერი

1968. თბილისის “დინამომ”, კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” 7:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, დინამოელთა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა, რითაც ორი წლის წინ ილია დათუნაშვილის მიერ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. თუმცა, 1966 წელს დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” ხუთი ბურთი ერთ ტაიმში გაუტანა, გავაშელს კი ამისთვის ორივე ტაიმი დასჭირდა. “კრილია სოვეტოვის” კარში დანარჩენი ორი გოლი გივი ნოდიამ და კახი ასათინმა შეაგდეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე პაჯ ჰეფელფინგერმა, ხელფასის სახით 500 დოლარი აიღო, რითაც ამ სახეობაში პირველი პროფესიონალი სპორტსმენი გახდა.

1920. მოსამართლე კენისიუ მაუნთინ ლენდისი, ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში პირველი არჩეული კომისარი გახდა.

1931. კანადის ქალაქ ტორონტოში სპორტული არენა “მეიფლ ლივზ გარდენი” გაიხსნა. ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში, ადგილობრივ “ლივზს” “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსმა” 2:1 მოუგო.

1933. აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში, ამერიკულ ფეხბურთში პირველი საკვირაო მატჩი ჩატარდა. აქამდე, უქმე დღეებში სპორტული ღონისძიების ჩატარება შტატის კანონმდებლობით იყო აკრძალული.

1965. მედ დოგ ვაშონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, კრუშერი კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ჩატარებულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და მოჭიდავეთა ეროვნული ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968. თბილისის “დინამომ”, კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” 7:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დინამოელთა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა, რითიც ორი წლის წინ ილია დათუნაშვილის მიერ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. თუმცა, 1966 წელს დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” ხუთი ბურთი ერთ ტაიმში გაუტანა, გავაშელს კი ამისთვის ორივე ტაიმი დასჭირდა. “კრილია სოვეტოვის” კარში დანარჩენი ორი გოლი გივი ნოდიამ და კახი ასათინმა შეაგდეს.

1970. “კლივლენდ კავალიერსმა”, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდმა NBA-ს რიგით მეთერთმეტე შეხვედრაში “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსს” 105:103 მოუგო.

1979. ამერიკულ ფეხბურთში, “ფილადელფია იგლზის” მოთამაშე ტონი ფრანკლინმა გოლი 59 იარდის მანძილიდან გაიტანა.

1986. ლანჩხუთის “გურიამ”, საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

1988. ბეისბოლისტთა ეროვნული ლიგის (MLB) და იაპონიის ნაკრებთა რიგით მეექვსე შეხვედრაში, აზიელებმა 5:4 გაიმარჯვეს.

1990. თბილისის “იბერია” საქართველოს ეროვნული  საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა.

1995. ქალთა შორის ნიუ იორკის 25-ე მარათონული გარბენი ტეგლა ოროპმა მოიგო (2:28.06).

1995. მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 26-ე მარათონული გარბენი ჟერმან სილვამ მოიგო (2:10.00).

2004.  NBA-ს “ატლანტა ჰოუქსის” კალათბურთელმა ენტონი უოქერმა, ლიგაში მეათასე სამქულიანი შეასრულა ზუსტად.

2006. შოტლანდიური “დანფერმლაინის” მთავარ მწვრთნელად შტეფან კენინი დაინიშნა.

2007. ბელგიური “ანდერლეხტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ ვერკაუტერენი გადააყენეს.

2009. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ნიუ ორლეან ჰორნეთსმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბაირონ სკოტი დაითხოვა. იმ მომენტისთვის რეგულარულ პირველობაზე ლუიზიანელებს 6 წაგება და 3 მოგება ჰქონდათ.                                                                   

ამ დღეს დაიბადნენ

1914. რობერტო კავენაგი. არგენტინელი წყალბურთელი. 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1914. სილვიო სამო. ფინელი მძლეოსანი. 500 მეტრზე რბენაში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1930. ალევტინა კოლჩინა. საბჭოთა მოთხილამურე. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1933. პეტერ პოსტი. ჰოლანდიელი ველოსიპედისტი. ევროპის 8-გზის ჩემპიონი.

1934. ვავა (ედუალდო ისიდიო ნეტო). მეტსახელად “ფოლადის მკერდს” ეძახდნენ. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “რესიფის”, “ვასკუ და გამას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “პალმეირასის”, “ამერიკას”, “ტოროს ნეზას”, “სან დიეგო ტოროსის”, “პორტუგეზას” ფორვარდი. 1958 და 1962 წლების მუნდიალების გამარჯვებული (ამ ტურნირებზე შესაბამისად 5 და 4 გოლი გაიტანა). პერნამბუკანოს ჩემპიონი “რესიფთან” ერთად (1949). კარიოკას პირველობის გამარჯვებული “ვასკუ და გამასთან” ერთად (1952, 1956, 1958). პაულისტას ჩემპიონი “პალმეირასთან” ერთად (1963). რიო-სანპაულუს ჩემპიონი “ვასკუ და გამასთან” ერთად (1958). გარდაიცვალა 2002 წლის 19 იანვარს.

1938. ანტს ანტსონი. საბჭოთა მოციგურავე. 1500 მეტრზე რბოლაში 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1940. ვილმა რუდოლფი. “შავ ქურციკად” წოდებული ამერიკელი მძლეოსანი. 1960 წლის ოლიმპიადის სამი ოქროს მედლის მფლობელი.

1961. ენცო ფრანჩესკოლი.  ურუგვაის ნაკრების (1982-97), “რივერ პლეიტის”, საფრანგეთის “რასინგის”, “მარსელის”, “კალიარის”, “ტორინოს” ფორვარდი. 1983, 1987 და 1995 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. მსოფლიოს 1986 და 1990 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. 1986 და 1996 წლებში დაეუფლა ლიბერტადორესის თასს. 1984 და 1995 წლებში დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 1990 წელს სცნეს საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად. არგენტინისა (ხუთჯერ) და საფრანგეთის ჩემპიონი.

1962. ვიმ კიფტი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ბორდოსა” და პსვ-ს ფორვარდი. ჰოლანდიისა და საფრანგეთის ჩემპიონი.

1964. იაკობ ჰლაშეკი. ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი. “დიდი მუზარადის” ტურნირებში კი, ჰლაშეკის საუკეთესო მიღწევა 1991 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მეორთხედფინალში გასვლაა.

1965. ელენა ოვჩინიკოვა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967. მაიკლ მურერი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივე. 1994 წელს დაამარცხა ევანდერ ჰოლიფილდი და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968. ირინა პრივალოვა. რუსი მძლეოსანი. დახურულ დარბაზში 50 და 60 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდსმენი.

1968. დიეგო ფუზერი. “რომას” ნახევარმცველი.

1979. კორი მაგეტი. “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდი (198 სმ).

1984. დანიელ აგერი. დანიის საფეხბურთო ნაკრების, “ბრონდბიუს” და “ლივერპულის” მცველი. 2005 წელს მოიპოვა დანიის ჩემპიონობა და თასი. 2006 წელს დაეუფლა ინგლისის თასსა და სუპერთასს. 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი. 2012 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. დანიის ნაკრებში ჩაატარა 60 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1923. ტომი ბოლი. ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდი. იგი საკუთარი სახლის სიახლოვეს, მეზობელმა პისტოლეტის გასროლით მოკლა. ბოროტმოქმედს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

1994. ვილმა რუდოლფი. ამერიკელი მძლეოსანი. გარდაიცვალა საკუთარ დაბადების დღეს, 54 წლის ასაკში. მას რომის 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს სამი მედალი აქვს მოპოვებული.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098391