1977. დაიბადა ალექსანდრე იაშვილი. საქართველოს ნაკრების (1998 წლიდან), თბილისის “დინამოს” (1994-1997), “ლუბეკის” (1997), “ფრაიბურგის” (1997-2007), “კარლსრუეს” (2007-2012), “ბოხუმის” (2012-13), ბაქოს “ინტერის” ფორვარდი. ალექსანდრე იაშვილი კარლსრუელთა კაპიტანი იყო. საქართველოს ჩემპიონი (1994, 1995, 1996). ეროვნული თასის მფლობელი (1994, 1995, 1996). საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ 57 მატჩში გაიტანა 59 გოლი. გერმანულ ლიგებში ჩატარებული აქვს 300 მატჩზე მეტი, გაიტანა 59 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 67 მატჩში, 15 გოლი აქვს გატანილი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1964. იაპონიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხა და პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
1967. “ნიუ ჯერსი ამერიკანზმა” (შემდგომში “ნეთზმა”) ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (ABA) პირველი მატჩი ჩაატარა.
1968. კენიელმა კიპ კეინომ 1500 მეტრზე გარბენში მეხიკოს ოლიმპიადა სარეკორდო დროით მოიგო (3:34.9).
1970. გარი გაბელიხმა ავტომობილით სარეკორდო სიჩქარე განავითარა (1001 კმ/სთ).
1974. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1980 წლის ოლიმპიადის მასპინძლად მოსკოვის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
1979. პარიზში მიმდინარე ჯიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველობა თემურ ხუბულურმა მოიპოვა.
1987. თბილისის “დინამომ” უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში ბუქარესტში, ადგილობრივ “ვიქტორიას” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები სოსო ჭედიამ და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია (ქეცბაია), არზიანი, რევიშვილი, ცვეიბა, სულაქველიძე, კორღალიძე, გურული, შენგელია. გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.
1997. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჰიუსტონ როკითსის” მფლობელმა ლეს ალექსანდერმა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი “ედმონტონ ოილერზი” იყიდა.
2006. პორტუგალიური “ბოავიშტას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟელკო პეტკოვიჩი გადადგა.
2006. ყატარული საფეხბურთო კლუბის, “ალ-აბრის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანგი ანრი მიშელი გადააყენა.
2009. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ მოთამაშეთა ლიგის წარმომადგენლებთან კოლექტიური შეთანხმება გააფორმა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ლოკაუტი არ იქნებოდა და 27 ოქტომბერს სტარტს რეგულარული ჩემპიონატი აიღებდა.
2012. “სელტიკთან” მატჩი (2:1), კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველისთვის – ჩავი ერნანდესისთვის, საერთაშორისო ტურნირებში რიგით 150-ე იყო. ამ მაჩვენებლით, 32 წლის შუახაზელი კლუბის რეკორდსმენი გახდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1906. გერტრუდა ედერლე. ამერიკელი მოცურავე. 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1912. ილსე დარფელდტი. გერმანელი სპრინტერი. 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1940. პელე (ედსონ არანტეს დო ნასიმენტო). მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ფორვარდი (სიმაღლე: 173 სმ). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) და “ნიუ იორკ კოსმოსის” (1975-1977) ყოფილი ფორვარდი და ლიდერი. ასპარეზობა დაიწყო “ბაურუში” (1952-1956). პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს მან 1958, 1962 და 1970 წლებში მოახერხა. ამასთან, 1958 წელს, შვედეთში გამართულ მუნდიალზე, როდესაც ბრაზილიელებმა პირველად იზეიმეს პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულის დაუფლება, პელე მხოლოდ 17 წლის იყო. 1962 წელს, ჩილეში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს პელე ტრავმის გამო გამოეთიშა, მაგრამ ყვითელმაისურიანებმა მის გარეშეც მოახერხეს გამარჯვება და საპატიო თასის ზედიზედ მეორედ დაუფლება. უკვე 1970 წელს, პელე თავისი ქვეყნის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოევლინა საფეხბურთო სამყაროს და ბრაზილიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. “სანტოსთან” ერთად პელეს 10-ჯერ აქვს მოგებული პაულისტას ტურნიტრი, სამჯერ რიო-სან პაულუს ტურნირი. ასევე “სანტოსთან” ერთად, პელემ ორჯერ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი (1962, 1963), ორჯერ _ “კოპა ლიბერტადორესი” (1962, 1963), ხოლო ექვსჯერ _ ბრაზილიის თასი. 1977 წელს, პელე “ნიუ იორკ კოსმოსთან” ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (NAშL) ჩემპიონი გახდა. “სანტოსის” რიგებში მან 412 შეხვედრა ჩაატარა და 470 გოლი გაიტანა, “ნიუ იორკ კოსმოსის” მაისურით 56 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ბრაზილიის ეროვნული გუნდში ასპარეზობისას, 92 მატჩში, 77-ჯერ გამოიჩინა თავი. 1970 წელს, პელე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად სცნეს, ხოლო 1973 წელს – სამხრეთ ამერიკის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს. ფიფამ პელე მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მას ხშირად “ფეხბურთის მეფედ” მოიხსენიებენ. ამჟამად პელე პირადი ბიზნესითა და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. ასევე ის ხშირად მონაწილეობს ფიფასა და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა და შოუებში. დიდი როლი შეასრულა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვების კამპანიის წარმატებით დასრულებაში.
1946. მიკლოშ ნემეტი. უნგრელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1956. დარელ პეისი. ამერიკელი მშვილდოსანი. 1976 და 1984 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს ორი და ვერცხლის მედლები.
1961. ანდონი სუბისარეტა. ესპანეთის ნაკრების (1985-98), “ალავესის”, ბილბაოს “ატლეტიკის” (1980-86), “ბარსელონასა” (1986-94) და “ვალენსიას” (1994-98) გოლკიპერი. 1986, 1990, 1994, 1998 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. 1994 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. ევროპის 1988 და 1996 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 126 მატჩი, რაც პირენელთა ეროვნული გუნდის რეკორდი იყო. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1992). ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (1994). თასების თასის მფლობელი (1989) და ამავე ტურნირის ფინალისტი (1991). ევროპის სუპერთასის მფლობელი (1992). 1983, 1984, 1991, 1992, 1993 და 1994 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი.3-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი, ორჯერ ქვეყნის სუპერთასი.
1974. სანდერ ვესტერველდი. ჰოლანდიის ნაკრების, ენსხედეს “ტვენტეს”, “ვიტესის”, “ლივერპულის” “რეალ სოსიედადის”, “მალიორკას”, “პორტსმუთის”, “ევერტონი”, “ალმერიას”, როტერდამის “სპარტას” გოლკიპერი.
1975. კეიტ ვან ჰორნი. “ნიუ ჯერსი ნეთსისა” და “მილუოკი ბაქზის” ფორვარდი (208 სმ).
1977. ალექსანდრე იაშვილი. საქართველოს ნაკრების (1998 წლიდან), თბილისის “დინამოს” (1994-1997), “ლუბეკის” (1997), “ფრაიბურგის” (1997-2007), “კარლსრუეს” (2007-2012), “ბოხუმის” (2012-13), ბაქოს “ინტერის” ფორვარდი. ალექსანდრე იაშვილი კარლსრუელთა კაპიტანი იყო. საქართველოს ჩემპიონი (1994, 1995, 1996). ეროვნული თასის მფლობელი (1994, 1995, 1996). საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ 57 მატჩში გაიტანა 59 გოლი. გერმანულ ლიგებში ჩატარებული აქვს 300 მატჩზე მეტი, გაიტანა 59 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 67 მატჩში, 15 გოლი აქვს გატანილი.









