1954. დაიბადა მარკო ტარდელი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა (1976-85) და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. გერმანიასთან ფინალში (იტალიამ 3:1 მოიგო) ერთ-ერთი გოლის ავტორი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. ჩემპიონთა, თასების და უეფას თასების მფლობელი. ევროპის სუპერთასის მფლობელი. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა. 2000 წელს, იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა. წვრთნიდა “ინტერს”, “ბარის”, ეგვიპტის ნაკრებს. 2008 წლის 14 თებერვლიდან, ირლანდიის მთავარი მწვრთნელის, ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1776. ინგლისში პირველი ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა ცხენოსნობაში.
1927. ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბ “ტორონტო სენტ პატრიკს” “ტორონტო მეიფლ ლივზი” დაერქვა.
1938. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა ალის მარბლმა ზედიზედ მეორედ მოიგო აშშ-ს ღია პირველობა.
1938. დონ ბაჯი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირის მოგება შეძლო.
1953. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, როკი მარჩიანომ როლანდ ლასტარცა მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1957. თბილისის “დინამო” ავსტრიული ტურნეს მსვლელობისას გრაცში ადგილობრივ “გრაცერ აკ”-თან 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა. “დინამო”: კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, ღოღობერიძე, რამიშვილი, ხასაია, გაგნიძე, ჭკუასელი, იამანიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1971. თბილისის “დინამომ” ერევნის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალში, რუმინეთის კლუჟის “უნივერსიტატიასთან” 0:1 წააგო. “დინამო”: სტეფანია, პეტრიაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, გ. მაჩაიძე, გავაშელი (მჭედლიშვილი), მ. მაჩაიძე (ჭითაური), ყიფიანი, გუცაევი, რეხვიაშვილი. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.
1957. კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ოფიციალურად გაიხსნა სტადიონი “კამპ ნოუ” (“ახალი მოედანი”). მისი პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი მირო გახლავთ. სტადიონი “ბარსელონას” საშინაო ასპარეზია. იგი ყველაზე დიდი ტევადობის სტადიონია არა მარტო ესპანეთში, არამედ ევროპაშიც. “კამპ ნოუს” ტრიბუნები 98 787 მაყურებელს იტევს. “კამპ ნოუზე” ჩატარდა ევროთასების 5 ფინალური შეხვედრა, მსოფლიოს 1982 წლის გახსნის მატჩი (ბელგია - არგენტინა 1:0), აგრეთვე ბარსელონას 1982 წლის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიალები და თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალი (ესპანეთი - პოლონეთი 3:2).
1978. ბალახის ჰოკეისტ ქალ ნაკრებთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა ევროპული გუნდი. ეს ტიტული ჰოლანდიელებმა მოიპოვეს.
1979. საბჭოთა ციგურებით ფიგურულმა მოსრიალეებმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებმა, ლუდმილა ბელოუსოვამ და ოლეგ პროტოპოპოვმა პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიას სთხოვეს.
1982. 26 წლის ასაკში, ჩოგბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა შვედმა მოთამაშე ბიორნ ბორგმა.
1983. “ბარსელონასა” და ბილბაოს “ატლეტიკის” მატჩის 59-ე წუთზე, ბასკების გუნდის მცველმა ანდონი გოიკოეჩეამ, კატალონიელთა არგენტინელ ვარსკვლავ დიეგო არმანდო მარადონას უკნიდან ვარდნით ტრავმა განზრახ მიაყენა. მოგვიანებით, გოიკოეჩეას “ყასაბი” შეარქვეს.
1983. გოლკიპერი პატრიკ ჯენინგსი პირველი ირლანდიელ ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებში მეასე შეხვედრა ჩაატარა. ეს, ავსტრიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ თამაშისას მოხდა.
1988. კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა სეულის ოლიმპიადის მსვლელობისას 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9,79). მოგვიანებით ჯონსონი ანაბოლიკების ხმარებაში ამხილეს, რეკორდიც ჩამოართვეს და დისკვალიფიკაციაც მისცეს.
1988. ამერიკელმა მძლეოსანმა ქალმა ჯეკი ჯოინერ-კერსიმ სეულის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ხუთჭიდში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7.291).
1996. თბილისის “დინამომ” უეფას თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, მოსკოვის “ტორპედოსთან” 1:1 ითამაშა (პირველი შეხვედრა მოსკოვში ქართველებმა 1:0 მოიგეს) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. “დინამოელთაგან” გასვლაზე და შინ ორივე გოლი გოჩა ჯამარაულმა გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, ლობჟანიძე, კალაძე, კუდინოვი (კერძევაძე), მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, ჯამარაული (ინალიშვილი), კობიაშვილი, ჩხაიძე, იაშვილი (დემეტრაძე). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.
1997. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა კიშინიოვში მოლდოვას ნაკრებს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი შეხვედრის მეათე წუთზე თემურ ქეცბაიამ გაიტანა. თამაშს 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ტოგონიძე, ლობჟანიძე, შეყილაძე, კალაძე, ჩიხრაძე, გახოკიძე (ჯამარაული), ნემსაძე, ყაველაშვილი (შელია), ქეცბაია, ქინქლაძე, ა. არველაძე (გუჩუა). ნაკრებს დავით ყიფიანი წვრთნიდა.
2006. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დელ პიერომ საკლუბო დონეზე მე-200 გოლი გაიტანა. მაშინ, მისმა გუნდმა “იუვენტუსმა” სერია B-ში “მოდენა” დაამარცხა (4:0).
2006. უნგრეთში ჩატარებული საჩობურთო დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უნგრეთისას 3:2 მოუგო და პირველ ჯგუფში აინაცვლა.
ამ დღეს დაიბადნენ
1954. მარკო ტარდელი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა (1976-85) და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. გერმანიასთან ფინალში (იტალიამ 3:1 მოიგო) ერთ-ერთი გოლი ავტორი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. ჩემპიონთა, თასების და უეფას თასების მფლობელი. ევროპის სუპერთასის მფლობელი. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა. 2000 წელს იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა. წვრთნიდა “ინტერს”, “ბარის”, ეგვიპტის ნაკრებს. 2008 წლის 14 თებერვლიდან, ირლანდიის მთავარი მწვრთნელის, ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტია.
1956. ილონა ბრისენიკი-სლუპიანეკი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტყვიის მსროლელი. 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1962. ალი მაკკოსიტი. შოტლანდიის ნაკრებისა და “გლაზგო რეინჯერსის” ფორვარდი. “რეინჯერსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (233 გოლი).
1976. მიშელ ფერისი. ავსტრალიელი ველოსიპედისტი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1980. იონ-არნე რიისე. ნორვეგიის ნაკრების, “აელისუნდის,” “მონაკოს,” “ლივერპულის” და “რომას” ფეხბურთელი. 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. უეფას თასის (2000) მფლობელი. ევროპის სუპერთასის მფლობელი (2000).
1980. დაიბადა მალხაზ ურჯუკაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი 1997 წლიდან. 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასის მონაწილე.







